ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2023
ძალაში შესვლა 01.09.2023
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.118.016380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები |
| 2 | ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი |
| 3 | სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები |
| 4 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები |
| 5 | თეატრი და კინოთეატრი |
| 6 | არასამეწარმეო იურიდიული პირები |
| 7 | საავადმყოფო |
| 8 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები |
| 9 | სტომატოლოგიური კაბინეტები |
| 10 | აფთიაქი |
| 11 | სასტუმროები |
| 12 | საოჯახო სასტუმროები |
| 13 | რესტორანი |
| 14 | სარიტუალო და საბანკაეტო დარბაზები |
| 15 | სასადილოები, კაფეები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2023 წლის 27 ივლისი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, 121 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1 ლარით თვეში, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001 -ზე დაბალია, ერთ სულ მოსახლეზე – 0,5 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზრვროს 4 სულით.
მუხლი 3🔗
დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 25 ლარით 1 მ3 ნარჩენზე, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება – ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011წლის 22 თებერვლის №6 დადგენილება.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი
დანართი №1
ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
2. ეს წესი აწესრიგებს ონის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახადს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5. მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღებას) ახორციელებს შპს – ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური.
6. მოსაკრებლის გადამხდელია ონის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.
მუხლი 2🔗
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის როგორც ფიზიკური პირებისათვის, ისე დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (მოსარგებლეს), რომელიც მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელია.
3. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის და სულადობის მიხედვით.
4. ონის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
5. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახში თვის პირველ ნახევარში რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გათვალისწინებით, ხოლო თვის მეორე ნახევარში – ცვლილების გაუთვალისწინებლად.
6. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
8. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ქვითრის ან/და შემდეგში ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ნარჩენის წარმომქმნელი ყველა პირისათვის ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მისი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. მოსაკრებელი არ დაერიცხებათ საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა - ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით.
5. მოსაკრებლის გადამხდელი პირის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდევინების შეწყვეტა იმ ვადის განმავლობაში, რა პერიოდშიც გასული იქნება მუნიციპალიტეტიდან და შესაბამისად არ იქნება ნარჩენის წარმომქმნელი, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის ვადა.
მუხლი 4🔗.
მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები
1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე), ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება და იურიდიული პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოში. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებად.
2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობას და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე (მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა, რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყონებლივ ან/და, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან ფაქტობრივი საქმიანობის დაწყების დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში), არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, ისინი ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე) მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
7. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
8. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების გაფორმება, საკუთარი ინტერესებისა და ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის ბოლო კალენდარულ დღეს.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს.
მუხლი 8🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
დანართი №2
დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელის ოდენობა
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
წლიური დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
1
2
3
4
5
1
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1მ2
0,04
0,083
2
ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
საერთო ფართის 1მ²
0,25
0,521
3
სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები
ერთ მოსწავლეზე
0,198
0,413
4
მუზეუმები, ბიბლიოთეკები
საერთო ფართის 1მ2
0,02
0,042
5
თეატრი და კინოთეატრი
მაყურებლის ერთი სავარძელი
0,17
0,354
6
არასამეწარმეო იურიდიული პირები
ბავშვთა რაოდენობის მიხედვით
0,198
0,413
7
საავადმყოფო
ერთი საწოლი
0,64
1,333
8
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები
საერთო ფართის 1მ2
0,09
0,188
9
სტომატოლოგიური კაბინეტები
საერთო ფართის 1მ2
0,14
0,292
10
აფთიაქი
სავაჭრო ფართი 1მ²
0,6
1,250
11
სასტუმროები
ერთი საწოლი
0,48
1
12
საოჯახო სასტუმროები
საწოლების მიხედვით
0,3
0,625
13
რესტორანი
ერთი დასაჯდომი ადგილი
0,96
2,0
14
სარიტუალო და საბანკაეტო დარბაზები
ერთი დასაჯდომი ადგილი
0,3
0,625
15
სასადილოები, კაფეები
ერთი დასაჯდომი ადგილი
0,72
1,5
16
საცხობები, საკონდიტრო
სამუშაო ფართის 1მ2
0,14
0,292
17
აგრარული ბაზრობა
საერთო ფართის 1მ2
0,21
ერთი დღით 0,438
18
საბითუმო საწყობები
სამუშაო ფართი 1მ²
0,6
1,250
19
შენობის შიგნით მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1მ2
0,13
0,271
20
სუპერმარკეტი
სავაჭრო ფართის 1მ2
0,38
0,792
21
მინიმარკეტი
სავაჭრო ფა რთის 1მ2
0,38
0,792
22
სასურსათო მაღაზიები
სავაჭრო ფართის 1მ2
0,38
0,792
23
სამრეწველო საქონლის მაღაზიები
სავაჭრო ფართის 1მ2
0,13
0,271
24
შერეული საქონლის მაღაზიები
სავაჭრო ფართის 1მ2
0,23
0,479
25
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები
საერთო ფართის 1მ2
0,004
0,008
26
ავტოგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1მ2
0,05
0,104
27
საავტომობილო სადგურები
ღია ფართის 1მ2
0,02
0,042
დახურული ფართის 1მ2
0,04
0,083
28
ავტო ტექ. მომსახურების
ადგილები
ღია საერთო ფართის 1მ2
0,01
0,021
დახურული საერთო ფართის 1მ2
0,8
1,667
29
აბანოები
საერთო ფართის 1მ2
0,1
0,208
30
სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1მ2
0,2
0,417
31
სასაკლაოები
საერთო ფართის 1მ²
0,36
0,75
32
ავეჯის სპეციალიზირებული მაღაზია
სამუშაო ფართი 1მ²
0,25
0,521
33
სახელოსნოები (სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრის და სხვა)
სამუშაო ფართი 1მ²
0,12
0,250
34
მშენებარე ობიექტი, სარემონტო სამუშაოები (გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა)
საერთო ფართი 1მ²
0,24
0,5
35
ჰიდროელექტრო სადგურები
საერთო ფართი 1მ²
0,018
0,038