ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.07.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016472
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.07.2015
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2023 წლის 28 ივლისი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 841 და 842 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესი დანართი №1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №45 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge., 05.08.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016161).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე
დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია უზრუნველყოს:
ა) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) სტაჟიორის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
გ) კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოსამზადებლად;
დ) მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების გზით, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში;
გ) სტაჟიორის კონკურსი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად, სტაჟიორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი;
დ) სტაჟირების მსურველი პირი – პირი, რომელსაც სურს სტაჟირების გავლა ამ წესის შესაბამისად და წარდგენილი აქვს განცხადება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სტაჟირების გავლის მიზნით;
ე) ცნობა- დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სტაჟირების შეწყვეტის ან/და სტაჟირების დასრულების შემთხვევაში და ასახავს სტაჟიორის მიერტ ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების ხანგრძლივობას ან/და ინფორმაციას სტაჟირების გავლის თაობაზე;
ვ) სტაჟიორის მენტორი – ბარდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საჯარო მოხელე, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
მუხლი 3🔗.
სტაჟიორისათვის დადგენილი მოთხოვნები
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედითუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ამ მე-2, ან მე-3 საფეხურზე, ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევე არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.
მუხლი 4🔗.
სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს აპარატის მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.
2. სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
3. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 10 სთ-დან 17 სთ-მდე.
4. სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის სტუდენტებისათვის, შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟიორთა მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ მაინც.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების გავლის წესი
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟიორად პირი მიიღება კონკურსის წესით, რაც გულისხმობს სტაჟირების მსურველი პირებისაგან საუკეთესოს შერჩევას განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კომპეტენციების ცოდნისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.
2. სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ, ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, სტაჟიორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს: საკრებულოს ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.
3. სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. განაცხადის წარსადგენად პირს ეძლევა არანაკლებ 3, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
4. სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, რაც წარედგინება სტაჟირების მსურველი პირის შფასებაზე უფლებამოსილ კომისიას/პირს. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/პირი სტაჟირების კონკურსის შდეგების შესაბამისად შერჩეულ კანდიდატს, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, წარუდგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.
5. სტაჟიორის კონკურსის შედეგები აისახება ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში, მისი დასრულებიდან (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის განმავლობაში.
მუხლი 6🔗.
სტაჟიორის უფლება - მოვალეობები
1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟიორის მენტორი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაო აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს სტაჟიორის მენტორის თანხმობით:
ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს;
ბ) დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ტექნიკურ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში;
გ) პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სტაჟირების შეწყვეტა;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა სტაჟიორის მენტორის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 7🔗.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება-მოვალეობები სტაჟიორის მიმართ
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი სტაჟიორს უქმნის სათანადო სამუშაო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო სტაჟიორს განუსაზღვრავს მენტორს.
3. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
მუხლი 8🔗.
სტაჟიორის მენტორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორის მენტორის უფლება-მოვალეობებია:
ა) მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად კონკრეტულ სტაჟიორს;
ბ) გაუნაწილოს/განუსაზღვროს სტაჟიორს დავალებები, გააცნოს აღნიშნული დავალებების შესრულების სპეციფიკა, მნიშვნელობა, მოსალოდნელი შედეგები;
გ) გაუწიოს მონიტორინგი სტაჟიორის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესს, უფლებამოსილია შეფასების წესის ან დასაბუთებული წერილობითი არგუმენტების საფუძველზე, შეაფასოს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაო;
დ) გაუზიაროს რეკომენდაციები/ინსტრუქციები, მისცეს უკუკავშირი და იზრუნოს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე, საჭიროებისამებრ ასევე მიაწოდოს თეორიული მასალა;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების შეჩერება
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სტაჟირების ვადის შეჩერება.
2. სტაჟირების გაგრძელება შესაძლებელია შეჩერებული ვადით, თუმცა არაუმეტეს სტაჟირების საერთო 12 - თვიანი ვადისა.
მუხლი 10🔗.
სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები
1. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ და „თ-კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას.
მუხლი 11🔗.
სტაჟირების დასრულება
სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდგომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო გასცემს ცნობას პირის მიერ სტაჟირების გავლის თაობაზე.