„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2015 წლის 31 ივლისი ქ. ბაღდათი
|
|
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია საჯარო დაწესებულებაში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენისათვის, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
ა) სტაჟირება-ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი-პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში;
გ) კანდიდატი-პირი, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განცხადებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი-ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ(მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სტაჟიორი სწავლობს, თანხვედრაში უნდა იყოს საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, სტაჟიორების მიმართ დამატებით მოთხოვნად განსაზღვროს უცხო ენის ცოდნა, თუ უცხო ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია სტაჟირების გავლა, რაც წინასწარ ეცნობება სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს.
2. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვროს 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 6 თვეზე ნაკლები ვადით მიღებულ სტაჟიორს, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
3. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება ყოველდღიურად დღის 10სთ-დან 17 სთ-მდე, დასვენების დღეების გარდა.
4. სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
2. ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე სტაჟიორობის კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის შეუსაბამო ვაკანსიის არჩევის, ასევე სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული უცხო ენის არცოდნის შემთხვევაში, სტაჟიორობის კანდიდატი ვერ გაივლის სტაჟირებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.
3. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ პროგრამულად არჩეული სტაჟირების ვაკანსიის შეცვლა დაუშვებელია.
4. სტაჟიორობის კანდიდატის განცხადების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე, მათი აკადემიური მოსწრების (GPA-თ, მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) მიხედვით, განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებაში, ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით. ამასთან, სტაჟიორობის კანდიდატებისათვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები
5. ბიურო თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
6. საკრებულო ვალდებულია შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე, მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია საკრებულოს აპარატში არსებული სტაჟიორთა კვოტის, მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის, ასევე სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უცხო ენის ცოდნის შესახებ, ხოლო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შესახებ, ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
7. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია საკრებულოს აპარატში. სტაჟირების კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს აპარატი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ბიუროს.
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის ან/და საკრებულოსა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები;
ე) სტაჟირებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური ვაკანსიებიდან გამომდინარე საკრებულოს მიერ განსაზღვრული უცხო ენის არცოდნა.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე და ამის შესახებ საკრებულოს აპარატი ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს: სამსახურებრივ დოკუმენტაციას, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს, საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ტექნიკურ-ორგანიზაციულ მოწყობაში.
გ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს საკრებულოს თავმჯდომარეს.
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს აპარატის დებულებითა და გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას საკრებულოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის საკრებულო და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საკრებულოში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია წელიწადში ორჯერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟიორის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
4, სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით, ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის მიზნით.
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი საკრებულოს მიერ.