ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2023 წლის 28 ივლისი ქ. ბაღდათი
|
|
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია უზრუნველყოს:
ა) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) სტაჟიორის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
გ) კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოსამზადებლად;
დ) მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების გზით, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.
ა) სტაჟირება – ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში;
გ) სტაჟიორის კონკურსი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად, სტაჟიორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი;
დ) სტაჟირების მსურველი პირი – პირი, რომელსაც სურს სტაჟირების გავლა ამ წესის შესაბამისად და წარდგენილი აქვს განცხადება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სტაჟირების გავლის მიზნით;
ე) ცნობა- დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სტაჟირების შეწყვეტის ან/და სტაჟირების დასრულების შემთხვევაში და ასახავს სტაჟიორის მიერტ ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების ხანგრძლივობას ან/და ინფორმაციას სტაჟირების გავლის თაობაზე;
ვ) სტაჟიორის მენტორი – ბარდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საჯარო მოხელე, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
2. სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
3. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 10 სთ-დან 17 სთ-მდე.
4. სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის სტუდენტებისათვის, შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟიორთა მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ მაინც.
2. სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ, ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, სტაჟიორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს: საკრებულოს ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.
3. სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. განაცხადის წარსადგენად პირს ეძლევა არანაკლებ 3, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
4. სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, რაც წარედგინება სტაჟირების მსურველი პირის შფასებაზე უფლებამოსილ კომისიას/პირს. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/პირი სტაჟირების კონკურსის შდეგების შესაბამისად შერჩეულ კანდიდატს, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, წარუდგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.
5. სტაჟიორის კონკურსის შედეგები აისახება ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში, მისი დასრულებიდან (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის განმავლობაში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს სტაჟიორის მენტორის თანხმობით:
ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს;
ბ) დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ტექნიკურ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში;
გ) პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სტაჟირების შეწყვეტა;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა სტაჟიორის მენტორის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო სტაჟიორს განუსაზღვრავს მენტორს.
3. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
ა) მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად კონკრეტულ სტაჟიორს;
ბ) გაუნაწილოს/განუსაზღვროს სტაჟიორს დავალებები, გააცნოს აღნიშნული დავალებების შესრულების სპეციფიკა, მნიშვნელობა, მოსალოდნელი შედეგები;
გ) გაუწიოს მონიტორინგი სტაჟიორის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესს, უფლებამოსილია შეფასების წესის ან დასაბუთებული წერილობითი არგუმენტების საფუძველზე, შეაფასოს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაო;
დ) გაუზიაროს რეკომენდაციები/ინსტრუქციები, მისცეს უკუკავშირი და იზრუნოს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე, საჭიროებისამებრ ასევე მიაწოდოს თეორიული მასალა;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
2. სტაჟირების გაგრძელება შესაძლებელია შეჩერებული ვადით, თუმცა არაუმეტეს სტაჟირების საერთო 12 - თვიანი ვადისა.
ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ და „თ-კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას.