„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის Nს-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის
ბრძანება №ს-49
2023 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის №ს-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის №ს-22 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2).
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ირაკლი გაბრიაძე
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
№
განსახორციელებელი ეტაპების
(ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი
ღონისძიებების/აქტივობების განხორციელების ვადები
1
ბიზნესიდეების მიღება
3.04.2023-27.04.2023
2
ბიზნესიდეების განხილვა
3.04.2023-14.05.2023
3
ბიზნესიდეების ეტაპის გამარჯვებულის გამოვლენა
14.05.2023-19.05.2023
4
პოტენციურ ბენეფიციარებთან სამეწარმეო ტრენინგი
19.05.2023-12.06.2023
5
ბიზნესგეგმის მიღება
19.05.2023-23.06.2023
6
ბიზნესგეგმის განხილვა
19.05.2023-29.06.2023
7
დაფინანსებამდე მონიტორინგი/ინსპექტირება
19.05.2023-18.07.2023
8
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან
19.05.2023-31.07.2023
9
გამარჯვებულების გამოვლენა
31.07.2023-09.08.2023
10
ბიზნესგეგმების გასაჩივრება
09.08.2023-11.08.2023
11
საჩივრების განხილვა
09.08.2023-23.08.2023
12
ხელშეკრულებების გაფორმება
09.08.2023-30.08.2023
13
ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თანხის ხარჯვა
09.08.2023-18.10.2023
14
თანამონაწილეობის მონიტორინგი №1
09.08.2023-23.10.2023
15
გრანტის თანხის გადარიცხვა
09.08.2023-03.11.2023
16
ბენეფიციარების მიერ გრანტის ხარჯვა
09.08.2023-13.01.2024
17
გრანტის თანხის ხარჯვის მონიტორინგი №2
09.08.2023-20.01.2024
18
დამატებითი ტრენინგი
09.08.2023-06.12.2023
19
შემაჯამებელი მონიტორინგი №3
26.02.2024-07.07.2024
20
დამატებითი მონიტორინგი
19.05.2023-13.07.2024