📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.07.2023
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.016374
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2023
matsne.gov.ge 839 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.02.2021 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.11.2017 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.09.2014 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.09.2014 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2023 წლის 28 ივლისი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის; 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №07 დადგენილებით დამტკიცებული ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის ,,მ.ბ“ ქვექვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაადგინა: 1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 აპრილის №12 დადგენილება (ვებგვერდი www.matsne.gov.ge 07/05/2012; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.133.016061).  3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე დანართი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება ადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ოფიციალური ვებგვერდის (შემდგომში  – ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის; ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. 3. ვებგვერდის მისამართია: www.khelvachauri.gov.ge. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური/საკრებულოს აპარატი. 2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერიისათვის/საკრებულოს აპარატისათვის; ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები; ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივი (ყოველდღიური); ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური); გ) ერთჯერადი. მუხლი 4🔗.  ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური/საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების; მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების; საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე  განთავსებას ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის შესაბამისად. 2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ადმინისტრაციული სამსახური/საკრებულოს აპარატი. 3. ინფორმაციის განთავსების ვადებია: ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ. ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ. გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მერის/საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად. მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია: ა) მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები); ბ) ხელვაჩაურის შესახებ; გ) საზოგადოება; დ) საჯარო ინფორმაცია; ე) საკრებულო; ვ) მერია; ზ) სხვა (...). მუხლი 6🔗. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა 1. ხელვაჩაურის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) ზოგადი ინფორმაცია; ბ) ისტორია და გეოგრაფია; გ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა; დ) დამეგობრებული ქალაქები; ე) გერბი და დროშა; ვ) მოქალაქის გზამკვლევი. 2. საზოგადოების შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; ბ) მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭო; გ) შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო; დ) მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო. 3. საჯარო ინფორმაციის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) წლიური ანგარიშები; ბ) კვარტალური ანგარიშები; გ) 10 დეკემბრის ანგარიშები; დ) სხდომების ოქმები; ე) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა; ვ) საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა; ზ) საკუთრების უფლების აღიარების კომისია; თ) სტრატეგიული დოკუმენტები; ი) საჯარო განხილვები. 4. საკრებულოს შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები; გ) საკრებულოს წევრები; დ) კომისიები; ე) ფრაქციები; ვ) საკრებულოს აპარატი; ზ) საკრებულოს რეგლამენტი; თ) წლიური ანგარიშები. 5. მერიის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) სამართლებრივი აქტები; ბ) მერი; გ) მერის მოადგილეები; დ) მერიის სამსახურები; ე) სამსახურების დებულებები; ვ) ადმინისტრაციული ერთეულები. 6. სხვა (...) განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მუნიციპალური ორგანიზაციები; ბ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები; ბ.ა) დადგენელები; ბ.ბ) განკარგულებები; ბ.გ) ინდივიდუალური - სამართლებრივი აქტები. გ) გენდერული თანასწორობის საბჭო; გ.ა) შემადგენლობა; გ.ბ) დებულება; გ.გ) გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიებები. დ) მუნიციპალიტეტის პროგრამები; დ.ა) ინფრასტრუქტურა; დ.ბ) განათლება; დ.გ) კულტურა; დ.დ) სპორტი; დ.ე) ჯანდაცვა და სოციალური დაცვა; დ.ვ) ახალგაზრდობის ცენტრი; დ.ზ) ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის მიზნობრივი პროგრამები. ე) ბიუჯეტი; ვ) პეტიციები; ზ) ელექტრონული პეტიცია; თ) ვაკანსიები და კონკურსები; ი) კონტაქტი; ი.ა) სატელეფონო ცნობარი. კ) აუქციონი/ტენდერი; კ.ა) აუქციონი; კ.ბ) ტენდერი. 7. გვერდით სივრცეებში თავსდება ზოგადი ინფორმაცია (რეკომენდებული პოსტები; შემთხვევითი პოსტები). 8. ვებგვერდის ქვედა სივრცეში განთავსებულია შემდეგი ინფორმაცია: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შესახებ, მიმართე მერიას, მიმართე საკრებულოს; სოციალური მედია; გამოიწერე გვერდი და მიიღე ყოველდღიური განახლებები; წესები და პირობები.