დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.07.2023
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.156.016487
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | 2 |
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | დუბლი კატის გაცემის თარიღი |
| გვარი | სახელი |
| სანებართვო მოწმობის № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 30.09.2010
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების წესის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჭირო ფორმების და სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2023 წლის 28 ივლისი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261 მუხლის, 30-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა“.
მუხლი 2🔗
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესების დაცვაზე კონტროლი უზრუნველყოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის (დუბლიკატი) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა დანართი № 6-ის შესაბამისად.
მუხლი 9🔗
დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-57 (www.matsne.gov.ge, 15/10/2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.156.016022).
მუხლი 11🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.
2. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი
1. რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. რეკლამა დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხოურენოვანი წარწერა ზომით (ფორმით) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
4. იმ საქონლის რეკლამას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა ახლდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“.
5. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება და გავრცელება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
6. აკრძალულია რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. რეკლამა არ უნდა უბიძგებდეს მოქალაქეებს ძალადობის, აგრესიისა და ქაოსისაკენ, არ უნდა მოუწოდებდეს მათ საშიში ქმედებისაკენ, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან დაემუქროს მის უსაფრთხოებას.
7. გარე რეკლამა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონის „რეკლამის შესახებ“ გათვალისწინებულ სხვა ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს რეკლამისადმი.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე რეკლამა – დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების და სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „რეკლამის შესახებ“ და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) აბრა – დაფა, რომელზეც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული;
გ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
დ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან.
ე) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია (ორგანიზაციული წარმონაქმნი), რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;
ვ) ნებართვის გამცემი – დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია (ორგანიზაციული წარმონაქმნი), რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
თ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;
ი) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ელექტრონული ვაჭრობა (მათ შორის, ვადაგადაცილებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი), რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
კ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხის ოდენობა. აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ლ) აუქციონის მონაწილე – პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი;
მ) აუქციონში გამარჯვებული – პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა ნებართვა;
ნ) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი შესაბამისი ნებართვა. ერთ ლოტში შესაძლოა გაერთიანდეს რამდენიმე ნებართვა;
ო) ნებართვის გაცემის ფასი/აუქციონის სრული საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისათვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებული იქნება მის მიერ;
პ) საწყისი ფასი/საწყისი საფასური – ნებართვის გაცემის საწყისი ფასი, კერძოდ, აუქციონზე გატანილ ლოტზე (ნებართვა) დადგენილი სააუქციონო კონკურსის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის. ლოტში რამდენიმე ნებართვის გაერთიანების შემთხვევაში ლოტის საწყისი ფასი განისაზღვრება ლოტში შემავალი ნებართვის საწყისი ფასების ჯამის ოდენობით;
ჟ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის ერთსა და იმავე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად;
რ) ბიჯი – თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას.
მუხლი 4🔗. გარე რეკლამის განთავსების გეგმა
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
2. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით), შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიაზე);
გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას;
დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.
მუხლი 5🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით და მისი მიზანია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს მათ მიერ მოპოვებული ნებართვა, საჭიროა ამ იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის მოპოვება. იგივე წესი მოქმედებს ნებართვის მფლობელის მიერ მესამე პირზე ნებართვის გადაცემის შემთხვევაში.
3. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესები“.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ქალაქ დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
7. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
მუხლი 6🔗. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის აუქციონის წლიურ საწყის საფასურს, დმანისის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის დასრულების შემდეგ აუქციონში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 7🔗. გარე რეკლამის განთავსების ვადა
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები
გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
მუხლი 9🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებულ იქნეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.
2. დმანისის მუნიციპალიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის დმანისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად, დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად, სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
5. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, დაიბრუნოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს დაიბრუნოს გარე რეკლამის განთავსების ადგილებზე მის მიერ განთავსებული ნივთები, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
დანართი №2
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის (შემდგომში – სანებართვო მოწმობა) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 2🔗. სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
1. ამ წესით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას. სანებართვო მოწმობის ფორმას აქვს უნიკალური ნომერი, დამცავი ნიშნები და იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგება/შეკვეთას დამოუკიდებლად ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – ნებართვის გამცემი) ან/და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილი პირი სანებართვო მოწმობის ფორმებს სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებასა პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის შევსება და წარმოება
1. სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №3) ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობის ფორმა, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ფორმა გადაიხაზება ჯვარედინად და ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებასა შედგენაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს.
2. სანებართვო მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს და სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი, მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან.
3. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შესაბამისი მონაცემები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (დანართი №4).
მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. სანებართვო ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაცულობისა და მისი ბრალეული დამოკიდებულებით გამოწვეულ ზიანზე.
მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) გაცემულ დუბლიკატს კუთხეში უკეთდება აღნიშვნა/წარწერა „დუბლიკატი“ და დამოწმდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ბეჭდით. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
3. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეაქვს სანებართვო მოწმობის (დუბლიკატის) რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალში (დანართი №6).
მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
სანებართვო მოწმობის ფორმების მიღება-ჩაბარება აღირიცხება სანებართვო მოწმობის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი რიგითობის მიხედვით, ჟურნალის გარეკანი და ფურცლები ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც დამოწმებული იქნება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ბეჭდით. ჟურნალის ფორმა განისაზღვრება დადგენილების დანართ №5-ის შესაბამისად.
სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით.
დაუშვებელია გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
მუხლი 7🔗. დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
დ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. დაბრუნებული, გაუქმებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა განხორციელდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით (დანართი №7). გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში.
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №3
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების
ნებართვა №
ნებართვის გამცემი: ------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მფლობელი: -------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)
ნებართვის გაცემის თარიღი: -------------------------------------------------------------------------
ნებართვის გაცემის საფუძველი: ---------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
რეკლამის განთავსების ადგილი: -------------------------------------------------------------------
ნებართვის მოქმედების ვადა: --------------------------- -(ი) დან ------------------------ -(ა)მდე
სანებართვო პირობები: -------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: სანებართვო პირობები წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს.
ნებართვის გამცემი: -------------------------------- --------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი − გარკვევით)
ნებართვის მფლობელი: ------------------------------------ --------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი − გარკვევით)
დანართი №4
უწყებრივი სანებართვო რეესტრი
№
ნებართვის №
ნებართვის გაცემის (ცვლილების, გაუქმების) საფუძველი და თარიღი
ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)
ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის)
ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ:
სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე – ფიზიკური პირისათვის
ინფორმაცია ნებართვის მფლობელის მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ
დანართი №5
სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
სანებარ
თვო მოწმო
ბის №
სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
სანებართვო მოწმობის მიმღები პირი
შედგენილი სანებართვო მოწმობის №
სანებართვო მოწმობის შემდგენელი პირი
შენიშვნა
გვარი
სახელი
თანამ
დებობა
ხელმო
წერა
გვარი
სახელი
თანამ
დებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამ
დებობა
ხელმო
წერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
დანართი №6
სანებართვო მოწმობის (დუბლიკატის) რეგისტრაციის ჟურნალი
№
დუბლი
კატის გაცემის თარიღი
მინიჭე
ბული ნომერი
განცხადების რეგისტრაციის ნომერი
მოსაკრებლის გადახდის ქვითრის №
მოწმობის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული
მოწმობის მიმღები პირი
შენიშვნა
გვარი
სახელი
უფლება
მოსილი პირი
ხელმო
წერა
გვარი
სახელი
თანამდე
ბობა
ხელმო
წერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
დანართი №7
დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის
აქტი №
ქ. დმანისი ------ ------------ წელი
სანებართვო მოწმობის №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის
საფუძვლები
შენიშვნა
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის
შემვსები პირი ----------------------------- ------------------------------
ბ.ა (ხელმოწერა) (სახელი, გვარი – გარკვევით)
სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი
----------------------------- ---------------------------------- (ხელმოწერა) (სახელი, გვარი გარკვევით)