დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.07.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი მუხლი 1
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები |
| 3 | ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 4 | კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები |
| 5 | მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები |
| 6 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები |
| 7 | სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები |
| 8 | საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები |
| 9 | პოლიკლინიკები, სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები |
| 10 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, კორტები, საცურაო აუზები |
| 11 | სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზები) |
| 12 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზები), ვეტერინარული ცენტრები |
| 13 | აგრარული ბაზრები, ყვავილების დახურული მაღაზიები |
| 14 | შერეული საქონლის ბაზრობები |
| 15 | საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის
გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2023 წლის 28 ივლისი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და 121 მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების განაკვეთი, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და ირიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის N54 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02.02.2007; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 21002001035156005160)“;
ბ) „დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და ირიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის N57 დადგენილება (www.matsne.gov.ge 02.03.2007, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 21002001035156005213)“ .
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება
1. ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ამ ინსტრუქციის შესაბამისად განსაზღვრული პირობებით, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს.
3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ.
4. წინამდებარე ინსტრუქციით შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
თავი II
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
მუხლი 2🔗. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
3. დასუფთავების მოსაკრებლების განაკვეთი განისაზღვრება ამ დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლისაგან გათავისუფლება
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს, აგრეთვე ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც არ ხდება ცენტრალიზებული დაგვა-დასუფთავება.
2. არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართზე ან მათ ნაწილზე, ღია ტერიტორიების ფართზე ან მათ ნაწილზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და შესაბამისად არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
მუხლი 4🔗. ბიუჯეტიდან დაფინანსება
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი
1. დასუფთავების მოსაკრებელის გადახდა წარმოებს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ, გადამხდელისათვის გამოწერილი ქვითრის მიწოდების ან/და ელექტრონული ფორმით გადასახდელი თანხის შესახებ შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.
2. დასუფთავების მოსაკრებლი გადაიხდევინება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ, რომლის საკუთრებაშიც/სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
3. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრი ერთობლივი განცხადებით მიმართავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
5. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებთან, საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და ინდივიდუალურ მეწარმეებთან, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებაზე გააფორმოს ხელშეკრულება.
6. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
7. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილებების გაუთვალისწინებლად.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის ბოლო კვირაში.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის დასრულებასთან ერთად.
4. დმანისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
6. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ერთ თვეზე მეტი ვადით დატოვების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის დატოვების და დაბრუნების ვადები. ამ ვადების ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 8🔗. მოსაკრებლის გადახდის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი
მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას (შემდგომში – სამსახური).
მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.
3. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალური წესით ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში უბრუნდება გადამხდელს.
დანართი №2
დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები
№
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები
ზომის ერთეული
მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივები
საერთო ფართის 1მ2
0.05
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1მ2
0.2
3
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1მ2
0.25
4
კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.2
5
მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები
მომსახურების ერთი ადგილი
0.1
6
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
ერთ მოსწავლეზე
0.25
7
სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები
მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)
3
8
საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები
ერთი საწოლი
1.5
9
პოლიკლინიკები, სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები
საერთო ფართის 1მ2
0.25
10
სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, კორტები, საცურაო აუზები
ღია ფართის 1მ2
0.05
დახურული ფართის 1მ2
0.1
11
სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზები)
სამუშაო ფართის 1მ2
0.5
12
სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზები), ვეტერინარული ცენტრები
სამუშაო ფართის 1მ2
0.5
13
აგრარული ბაზრები, ყვავილების დახურული მაღაზიები
საერთო ფართის 1მ2
0.005
14
შერეული საქონლის ბაზრობები
სამუშაო ფართის 1მ2
0.14
15
საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები
სამუშაო ფართის 1მ2
0.2
16
ავტოსადგომები და საწყობები
ღია ფართის 1მ2
0.03
დახურული ფართის 1მ2
0.1
17
ავტოგასამართი სადგურები
სამუშაო ფართის 1მ2
0.1
18
სათბურები და ფერმები
დახურული ფართის 1მ2
0.1
19
სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები
სამუშაო ფართის 1მ2
0.1
20
შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტები
სამუშაო ფართის 1მ2
0.25
21
აბანოები, საუნები
საერთო ფართის 1მ2
0.3
22
სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები
საერთო ფართის 1მ2
0.3
23
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1მ2
0.4
24
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, (გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა) კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
1
25
სარიტუალო დარბაზები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.1
26
საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე
სამუშაო ფართის 1მ2
0.25
27
დისკოტეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
საერთო ფართის 1მ2
0.5
28
ავტოსადგურები
ღია ფართის 1მ2
0.01
დახურული ფართის 1მ2
0.02
29
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართის 1მ2
0.02
30
სამხედრო ნაწილები და პენიტენციური სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი ადგილი
1.4
31
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
საერთო ფართის 1მ2
0.015
32
მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)
საერთო ფართის 1მ2
0.08
33
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით)
ერთ სულ მოსახლეზე
0.5