მუხლი 1🔗
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესი (შემდგომ − წესი) ადგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების (შემდგომ − შეტყობინება) საჯარო გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ამ წესის აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) უფლებამოსილი დანაყოფების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებ