1. პირისთვის შეტყობინების განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფის მოსამსახურე ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ შეტყობინებას არაუგვიანეს 10 დღისა აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – „www.police.ge“ – „საჯაროდ გამოქვეყნებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებების“ ველში.

2. შეტყობინების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

3. შეტყობინება მსჯავრდებულისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესის შესაბამისად სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.