ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.08.2023
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016586
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2023
matsne.gov.ge 838 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 17.11.2025 წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 04.07.2016 თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 07.05.2018 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 21.12.2015 ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 18.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2023 წლის 2 აგვისტო ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართვლობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და   მე-2 პუნქტების, 99-ე მუხლის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან  შექმნილი  საბჭოს დებულება.“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 17 აპრილის №13 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან  შექმნილი  საბჭოს დებულება თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗 1. ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი საბჭოს სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს და აწესრიგებს  საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი საბჭო უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. თავი II სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება მუხლი 2🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭო იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც საბჭოს წევრებისაგან  ნიშნავს მოადგილეს. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ცვლის საბჭოს თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. საბჭოს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე.  სხდომის მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას. მუხლი 3🔗. საბჭოს მუშაობის წესი 1. საბჭოს მუშაობის საფუძველს წარმოადგენს მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, რომელზედაც შესაძლებელია  სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს  თანხა. 2. უფლებამოსილი პირი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) მერის დავალებით განცხადებაში მითითებული საკითხის ან შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ირგვლივ მოძიებულ მასალას, სათანადო დასკვნასთან ერთად წარუდგენს მერს. 3. საბჭოს წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად). 4. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში საბჭოს წევრი მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში. 5. საბჭო უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე); გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. 6. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. მუხლი 4🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ მერის მიერ, ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად. 2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება  წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. საბჭო გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და  დამსწრე წევრები. თავი III სარეზერვო  ფონდიდან თანხის განკარგვის წესი მუხლი 5🔗. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობა 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად. ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯი, როდესაც საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას, ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს; ბ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულების ხარჯი; გ) წყალდიდობის, მეწყერის, ხანძრის, ქარიშხლის, დიდთოვლობისა და სხვა სტიქიური მოვლენების პრევენციისა და ზარალის შემცირების, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა კომპენსირებასთან დაკავშირებული ხარჯები; დ) გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯი; ე) რომელიმე მუხლში ობიექტური მიზეზით სახსრების დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში, დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის; ვ)  სხვა ისეთი ხარჯი, რომელიც ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის და  არ იკრძალება კანონით. მუხლი 6🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოსცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი საბჭოს სხდომის ჩატარების შემდეგ. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან განსაკარგი თანხის ოდენობის და მიზნობრიობის შესახებ. 3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ მერის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს. 4. საფრთხის ნაწილობრივი/სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისათვის მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 5. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება ხორციელდება  ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას. 6.  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან  შექმნილ  საბჭოს  დებულებაში‘‘ ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.