აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2023
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.110.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2023
matsne.gov.ge 283 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფილი ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 25.05.2023 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ; მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 25.08.2023 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) არაბული ციფრით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 29.09.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 24.03.2023 ქალაქ გარდაბანში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 28.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №41 2023  წლის  4  აგვისტო აბაშა  აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის  ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“  მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-15-მე-17 პუნქტების   შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა: 1. აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – სამიქაოსა და მაიდანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებს, შესახვევებსა და ჩიხებს  მიენიჭოს სახელი №1,  №2 და №3  დანართების შესაბამისად. 2. აბაშის მუნიციპალიტეტის სუჯუნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სუჯუნაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩასა და შესახვევს მიენიჭოს სახელი №4 და №5 დანართების შესაბამისად. 3. ეს განკარგულება: ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს  ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება. ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში: ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247). 5.  განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                        გელა  ხოშტარია