2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №288
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.024121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2023
matsne.gov.ge 283 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)
ქართული ენა, ლიტერატურა 2250
მათემატიკა 2250
გეოგრაფია 2250
ისტორია 2250
ფიზიკა 2250
ბიოლოგია 2250
ბუნებისმეტყველება 2250
ქიმია 2250
სამოქალაქო განათლება 2250
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 2250
სპორტი 2250
ინგლისური ენა 2250
გერმანული ენა 2250
რუსული ენა 2250
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2022-2023 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 100% 22.08.2022 2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 100% 22.09.2021 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 21.08.2020 2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 01.06.2017 2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 09.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №288 2023 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით: 1. 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 3,200,000.00 ლარის ოდენობით. 2. 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების  მიხედვით: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი) ქართული ენა, ლიტერატურა 2250 მათემატიკა 2250 გეოგრაფია 2250 ისტორია 2250 ფიზიკა 2250 ბიოლოგია 2250 ბუნებისმეტყველება 2250 ქიმია 2250 სამოქალაქო განათლება 2250 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 2250 სპორტი 2250 ინგლისური ენა 2250 გერმანული ენა 2250 რუსული ენა 2250 ფრანგული ენა 2250 ქართული, როგორც მეორე ენა 2250 მუსიკა 2250 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები 2250 ზოგადი განათლების I – IV კლასის მასწავლებელი 2250 3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად. 4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში. 5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი