ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2023
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-73. 732321611
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი
სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ73.732321611
2023 წლის 4 აგვისტო
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების:
ა) მანდაეთის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;
ბ) მეჩხეთურის ორთოფოტო №2 დანართის შესაბამისად;
გ) ტყემლოვანის ორთოფოტო №3 დანართის შესაბამისად;
დ) ქბილარის ორთოფოტო №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მანდაეთის, მეცხეთურის, ტყემლოვანისა და ქბილარის ქუჩების სახელდება №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
მუხლი 4🔗
ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი