ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-73.732321613 |
|
2023 წლის 4 აგვისტო ქ. ჭიათურა |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების:
ა) კალაურის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;
ბ) პერევისის ორთოფოტო №2 დანართის შესაბამისად;
გ) სკინდორის ორთოფოტო №3 დანართის შესაბამისად;
დ) შუქრუთის ორთოფოტო №4 დანართის შესაბამისად;
ე) წინსოფლის ორთოფოტო №5 დანართის შესაბამისად;
ვ) ჭილოვანის ორთოფოტო №6 დანართის შესაბამისად;
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების კალაურის, პერევისის, სკინდორის, შუქრუთის, წინსოფლისა და ჭილოვანის ქუჩების სახელდება №7 დანართის შესაბამისად.
განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი