ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-73. 732321615
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.129.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-73.732321615

2023 წლის 4 აგვისტო

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების:

ა) ბუნიკაურის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;

ბ) ზედა რგანის ორთოფოტო №2 დანართის შესაბამისად;

გ) თაბაგრების ორთოფოტო №3 დანართის შესაბამისად;

დ) სარქველეთუბნის ორთოფოტო №4 დანართის შესაბამისად,

მუხლი 2

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ბუნიკაურის, ზედა რგანის, თაბაგრებისა და სარქველეთუბნის ქუჩების სახელდება №5 დანართის შესაბამისად.

მუხლი 3

განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 4

ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე     ალექსანდრე ციცქიშვილი