ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2023
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-73. 732321615
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი
სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-73.732321615
2023 წლის 4 აგვისტო
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების:
ა) ბუნიკაურის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;
ბ) ზედა რგანის ორთოფოტო №2 დანართის შესაბამისად;
გ) თაბაგრების ორთოფოტო №3 დანართის შესაბამისად;
დ) სარქველეთუბნის ორთოფოტო №4 დანართის შესაბამისად,
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ბუნიკაურის, ზედა რგანის, თაბაგრებისა და სარქველეთუბნის ქუჩების სახელდება №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
მუხლი 4🔗
ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი