ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2023
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-73. 732321613
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი
სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-73.732321613
2023 წლის 4 აგვისტო
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების:
ა) კალაურის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;
ბ) პერევისის ორთოფოტო №2 დანართის შესაბამისად;
გ) სკინდორის ორთოფოტო №3 დანართის შესაბამისად;
დ) შუქრუთის ორთოფოტო №4 დანართის შესაბამისად;
ე) წინსოფლის ორთოფოტო №5 დანართის შესაბამისად;
ვ) ჭილოვანის ორთოფოტო №6 დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების კალაურის, პერევისის, სკინდორის, შუქრუთის, წინსოფლისა და ჭილოვანის ქუჩების სახელდება №7 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
მუხლი 4🔗
ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი