ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.006.815
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №728
2004 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №31, 2004 წლის 19 მარტი, მუხლი 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. პოლიციის სტრუქტურა:
1. პოლიცია დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების რაზმის მეშვეობით და ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზირებული წესით.
2. პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პოლიციის აპარატი;
ბ) პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტი;
გ) პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი;
დ) პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი;
ე) პოლიციის სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო;
ვ) პოლიციის სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
ზ) პოლიციის ოპერატიული აღრიცხვის სამსახური;
თ) პოლიციის ბუღალტერია.”.
2. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. პოლიციის აპარატი
1. პოლიციის აპარატი შედგება შემდეგი დანაყოფებისაგან:
ა) კანცელარია;
ბ) კადრების სამსახური;
გ) სპეციალურ გამოკვლევათა სამსახური;
დ) მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნ-ველყოფის სამსახური;
ე) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ზ) სამორიგეო განყოფილება.
2. პოლიციის აპარატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პოლიციის სტრუქტურული ერთეულების საქმის წარმოების კოორდინაციისა და უზრუნველყოფის ფუნქციებს.”.
3. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. ოპერატიული აღრიცხვის სამსახური
ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა: ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეებისა და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა. პოლიციის დანაყოფებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა. პოლიციის სისტემაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი.”.
დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. პოლიციის სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო
პოლიციის სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: პოლიციის სისტემაში რეგისტრირებულ დანაშაულობათა და სამართალდარღვევათა აღრიცხვა, სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი, საინფორმაციო საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია. სახელმწიფო დაწესებულებებიდან საბაჟო და საგადასახადო სამსახურებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან პოლიციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება. პოლიციის დანაყოფებიდან დადგენილი წესით გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი. პოლიციის ორგანოების მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.”.
5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16. სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური
სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ძირითადი ამოცანაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მიმოწერის ორგანიზება, პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მომზადების ორგანიზება; პოლიციაში საჩივრებისა და განცხადებების განხილვა (სამოქმედო დაცვის საკითხებზე); პოლიციის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა) სამართლებრივი საკითხების განხილვისას.”.
მუხლი 2. დებულებიდან ამოღებულ იქნეს 221 მუხლი.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.
ზ. ნოღაიდელი