⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.05.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.08.2023
ძალის დაკარგვა 30.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №308
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 941 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.2023 მიღება
30.05.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №308 2023 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი 2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით: მუხლი 1🔗 შეიქმნას 2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა)  სსიპ – საქართველოს  სტატისტიკის  ეროვნული  სამსახურის  აღმასრულებელი  დირექტორი  – საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – საბჭოს წევრი; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი; დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  პირველი მოადგილე  ან მოადგილე – საბჭოს წევრი; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი; თ) საქართველოს კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის  მინისტრის  პირველი მოადგილე  ან მოადგილე – საბჭოს წევრი; ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი; კ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი; ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭო წევრი; მ) საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – საბჭოს წევრი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ თანდართული სახით. მუხლი 3🔗 დაევალოს საბჭოს „2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №189 დადგენილება. მუხლი 5🔗 ეთხოვოთ ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ უწყებებს, საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგინონ საბჭოს წევრობის კანდიდატები დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი 2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება მუხლი 1🔗.   ზოგადი დებულებები 1. „2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს 2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიზანს, ამოცანებს, უფლებამოსილებასა  და საქმიანობის წესს. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 2🔗. საბჭოს მიზანი, ამოცანა და უფლებამოსილებები 1.   საბჭოს მიზანია, შემუშავდეს 2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა. 2.   საბჭოს ამოცანებია: ა) 2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შექმნის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;  ბ) 2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, ასევე, საჭიროებისამებრ, მათი განახლება; გ) 2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის  შესრულების  კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი. 3.   საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით; დ) საჭიროების შემთხვევაში, შექმნას უწყებათაშორისი ტექნიკური დონის სამუშაო/თემატური ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი). 4.   ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს საბჭოს მოთხოვნა. მუხლი 3🔗. საბჭოს საქმიანობა და მისი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა 1.   საბჭოს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ადგენს სხდომის დღის წესრიგს. 3.   საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 4.   საბჭოს სხდომა ტარდება მინიმუმ წელიწადში ერთხელ და საჭიროების შემთხვევაში. 5. საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომებს საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 6. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტი. 7. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს. 8. საბჭოს სამდივნო ტექნიკურად უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუშაობას, ორგანიზებას უწევს მონიტორინგისა და საბოლოო შეფასების პროცესს, სამუშაო ჯგუფს აწვდის ინფორმაციას  შესაბამისი შედეგების შესახებ. 9.  საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას. 10. საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 11. საბჭოს წევრებს ეგზავნებათ საბჭოს სხდომის დღის წესრიგი სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. 12. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს საბჭო. 13. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს  თავმჯდომარეს  საბჭოს  სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. მუხლი 4🔗. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1.   საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 3. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსი-ლების მქონე მოადგილე. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს სხდომის შემდგომ ფორმდება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს ყველა წევრი და მდივანი. მუხლი 5🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.