ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 18.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-670
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016829
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 836 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
ვენახი
მიწის ნაკვეთი ვაზის ნარგაობით
მუხლი 2
მევენახე
პირი, რომელიც ახორციელებს ვენახის კულტივირებას ყურძნის და/ან სამყნობი მასალების და/ან ნამყენი ნერგის წარმოების მიზნით და რომელიც შეიძლება იყოს  ვენახის მფლობელი ან ვენახის  მოსარგებლე
მუხლი 2
ვენახების ერთიანი  კადასტრი
სააგენტოს მიერ შედგენილი მონაცემთა ბაზა ვენახებისა და მევენახეების შესახებ
მუხლი 2
კადასტრის მონაცემთა ბაზა (რეესტრი)
სპეციალური ელექტრონული პროგრამა, სადაც ხორციელდება საკადასტრო ინფორმაციის შეგროვება
მუხლი 2
ამონაწერი რეესტრიდან
სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ვენახისა და მევენახის შესახებ
მუხლი 2
ვენახის ნაკვეთის ფართობი
ვენახით დაკავებული მიწის მონაკვეთი,  განსაზღვრული ნარგაობის გარე პერიმეტრით და დამატებული ბუფერული ზონა, რომლის სიგანე შეესაბამება ვენახის რიგთაშორის მანძილის ნახევარს
მუხლი 2
ვენახის ფართობი
იგივეა, რაც ვენახის ნაკვეთი.
მუხლი 2
ვენახის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო კოდი
თითოეული ვენახის ნაკვეთის უნიკალური ცამეტნიშნა მაიდენტიფიცირებელი ნომერი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ამ ვენახის გეომეტრიული ცენტრის კოორდინატებს
მუხლი 2
განცხადება ცვლილების შესახებ
მევენახის მიერ  სააგენტოსთვის წარდგენილი ინფორმაცია მის ვენახ(ებ)თან დაკავშირებული ცვლილებ(ებ)ის შესახებ
მუხლი 2
წარმომადგენელი
მევენახის  ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც წარმოადგენს მევენახეს სააგენტოსთან ურთიერთობაში ვენახების ერთიან კადასტრთან დაკავშირებულ საკითხებში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 09.12.2025 ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 04.03.2022 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 30.03.2023 ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 12.11.2020 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 29.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-670 2023 წლის 18 აგვისტო ქ. თბილისი ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 33​6 მუხლის 1​5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული,,ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესი“ . მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის“ (შემდგომ -წესი) მიზანია ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნა და განახლება, ვენახებისა და მევენახეების  შესახებ ზუსტი ინფორმაციის შეგროვება, რეგისტრაცია და შენახვა.  2. ეს წესი განსაზღვრავს ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების ზოგად პრინციპებს, ადგენს საკადასტრო მონაცემების ცვლილებათა სახეებს და ვენახების ერთიან კადასტრში ასახვის წესებს, კადასტრის მონაწილეთა ვალდებულებებს. 3. ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნასა და ორგანიზებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდეგში – სააგენტო). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ვენახიმიწის ნაკვეთი ვაზის ნარგაობით; ბ) მევენახე – პირი, რომელიც ახორციელებს ვენახის კულტივირებას ყურძნის და/ან სამყნობი მასალების და/ან ნამყენი ნერგის წარმოების მიზნით და რომელიც შეიძლება იყოს  ვენახის მფლობელი ან ვენახის  მოსარგებლე; გ) ვენახების ერთიანი  კადასტრი – სააგენტოს მიერ შედგენილი მონაცემთა ბაზა ვენახებისა და მევენახეების შესახებ; დ) კადასტრის მონაცემთა ბაზა (რეესტრი) – სპეციალური ელექტრონული პროგრამა, სადაც ხორციელდება საკადასტრო ინფორმაციის შეგროვება; ე) ამონაწერი რეესტრიდან – სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ვენახისა და მევენახის შესახებ; ვ)   ვენახის ნაკვეთის ფართობი – ვენახით დაკავებული მიწის მონაკვეთი,  განსაზღვრული ნარგაობის გარე პერიმეტრით და დამატებული ბუფერული ზონა, რომლის სიგანე შეესაბამება ვენახის რიგთაშორის მანძილის ნახევარს; ზ) ვენახის ფართობი – იგივეა, რაც ვენახის ნაკვეთი. თ) ვენახის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო კოდი – თითოეული ვენახის ნაკვეთის უნიკალური ცამეტნიშნა მაიდენტიფიცირებელი ნომერი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ამ ვენახის გეომეტრიული ცენტრის კოორდინატებს; ი) განცხადება ცვლილების შესახებ – მევენახის მიერ  სააგენტოსთვის წარდგენილი ინფორმაცია მის ვენახ(ებ)თან დაკავშირებული ცვლილებ(ებ)ის შესახებ; კ) წარმომადგენელი – მევენახის  ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც წარმოადგენს მევენახეს სააგენტოსთან ურთიერთობაში ვენახების ერთიან კადასტრთან დაკავშირებულ საკითხებში.     მუხლი 3🔗. ვენახების ერთიანი კადასტრის  შექმნა 1. ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნის ეტაპებია: ა) ვეგეტაციის პერიოდში  ვენახებით გაშენებული ტერიტორიის აეროფოტო გადაღება და ორთორუკების დამზადება.  ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  (შემდგომში – საჯარო რეესტრი) მიერ მომზადებული ორთორუკები, თუ მათზე ვენახების იდენტიფიცირება შესაძლებელია მაღალი სიზუსტით; ბ) ვენახის იდენტიფიკაცია და მისი საზღვრების მოხაზვა რუკაზე; გ) მევენახის  ვინაობის დადგენა: დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი; დ) იდენტიფიცირებულ ვენახზე  შემდეგი ინფორმაციის შეგროვება: დ.ა) ვენახის ადგილმდებარეობა საჯარო რეესტრის სასაზღვრო ბადის (ზონა, სექტორი, კვარტალი) შესაბამისად; დ.ბ) ვენახის ფართობი; დ.გ) ვაზის ჯიში /ჯიშები; დ.დ) რიგთაშორის და ვაზთა შორის მანძილები; დ.ე) საძირე;                                             დ.ვ) გაშენების წელი, ან გაშენების პერიოდი;                 დ.ზ)  ფორმირების წესი; დ. თ) მორწყვის შესაძლებლობა და რწყვის  ტიპი; დ.ი) საერთო მდგომარეობა; დ.კ) სამეურნეო მიმართულება (საღვინე, სასუფრე). 2. ვენახს პროგრამულად ენიჭება ცამეტნიშნა უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი,  ინფორმაცია ინახება კადასტრის მონაცემთა ბაზაში და აისახება რეესტრში. 3. ვენახზე ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება მევენახის გამოკითხვისა და ვენახის შერჩევითი შემოწმების გზით. მუხლი 4🔗. ცვლილების შესახებ განცხადების სახეები 1. მევენახემ განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს მის ვენახებთან დაკავშირებული შემდეგი ცვლილების შესახებ: ა) მევენახის  ან წარმომადგენლის, ან/და მათი რეკვიზიტების ცვლილების შესახებ; ბ) ვენახის ფართობის ცვლილების შესახებ; გ) ვაზის ჯიშის ან ჯიშების ცვლილების შესახებ; დ) ვენახის ამოძირკვის შესახებ; ე) ახალი ვენახის გაშენების შესახებ; ვ) სხვა ცვლილების შესახებ. 2.  განცხადება ცვლილების შესახებ სააგენტოს უნდა წარედგინოს თითოეული ვენახის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე. 3. განცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს შესაბამისი წლის პირველი აგვისტოსი. მუხლი 5🔗. ამონაწერი რეესტრიდან     ამონაწერი რეესტრიდან უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას ვენახის მფლობელის შესახებ: ბ) ვენახის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო კოდს; გ) ვენახის მდებარეობის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებას; დ) ვენახის მისამართს საჯარო რეესტრის ადმინისტრაციული ბადის მიხედვით; ე) მიკროზონის დასახელებას, არსებობის შემთხვევაში; ვ) ვაზის ჯიშს ან ჯიშებს; ზ) ვენახის გაშენების წელს; თ) თითოეული ვენახის ფართობს ცალ-ცალკე; ი) ვენახების ჯამურ ფართობს. მუხლი 6🔗. მევენახის ვალდებულებები მევენახე ვალდებულია სააგენტოს: ა) მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) წარუდგინოს განცხადება ვენახთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მუხლი 7🔗. სააგენტოს ვალდებულებები ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების პროცესში სააგენტო ვალდებულია: ა) დაგეგმოს და უზრუნველყოს აეროფოტო გადაღება, ორთორუკების დამზადება და მათი ატვირთვა კადასტრის მონაცემთა ბაზაში; ბ) უზრუნველყოს ვენახების იდენტიფიკაცია და ფიქსაცია რუკაზე; გ) უზრუნველყოს თითოეული მევენახის (ვენახის მფლობელის ან მოსარგებლის ან წარმომადგენლის) იდენტიფიკაცია და მათი რეკვიზიტების დადგენა; დ) მევენახეთა  გამოკითხვის მეთოდით მათი ვენახების შესახებ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა-დ.კ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის შეგროვება; ე) საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს საველე შემოწმება მევენახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაზუსტების, მუშაობის პროცესში წარმოქმნილი სადავო საკითხების ან/და  ვენახთან დაკავშირებული სხვა პრობლემის გადაჭრის მიზნით და შეადგინოს „ვენახის საველე შემოწმების აქტი“ (დანართი N1); ვ) აწარმოოს ვენახების ერთიანი კადასტრის საანკეტო ინფორმაციის  განახლება უწყვეტად, ხოლო ვენახის რუკების – არაუმეტეს ხუთწლიანი შუალედით; ზ) გასცეს  „ვენახის ამონაწერი“ (დანართი N2); თ) ცვლილებების შესახებ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოს მონაცემთა განახლება კადასტრის მონაცემთა ბაზაში და გასცეს მევენახეზე  განახლებული ამონაწერი. მუხლი 8🔗. კადასტრის მონაცემთა ბაზის დოკუმენტაციის   ადმინისტრირება 1. კადასტრის მონაცემთა ბაზაში (რეესტრში) წარმოებულ, არსებულ და შექმნილ დოკუმენტაციას გააჩნია დედნის თანაბარი იურიდიული ძალა. 2. ვენახების ერთიანი კადასტრის მონაცემთა ბაზის წარმოების დროს შექმნილი მატერიალური დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მევენახისა და ვენახების რეგისტრაციასთან, შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ, სააგენტოში ინახება ორი წლის ვადით.