საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.006.835
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №1399
2004 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №99, მუხ. 853) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკვალიფიკაციო გამოცდას ტესტური ფორმით აბარებენ ეროვნული სააგენტოსა და თბილისის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის კადასტრის, რეგისტრაციისა და იურიდიული სამსახურის უფროსების, სპეციალისტებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსების, სპეციალისტების ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირები.”.
2. ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგამოცდო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.”.
3. ბრძანების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. გამსვლელი ქულა
გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, ითვლება ეროვნული სააგენტოს მუშაკთა საკვალიფიკაციო ტესტირებაჩაბარებულად.”.
4. ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა 4 ასტრონომიური საათი. დროის გადაცილების შემდეგ კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ შეფასდება და გამოსადელს დაეწერება 0.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი