„ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის და მათით სარგებლობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №53
2010 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის და მათით სარგებლობის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის № 100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის” შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნ ქ ტის „ე” ქვეპუნ ქ ტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის და მათით სარგებლობის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანებაში (სსმ III, 02.12.2008წ., №171, მუხ.1751) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალ ი ბდეს შემდეგი რედაქციით:
„ელექტროდანა დ გარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ”;
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს უსაფრთხოების ტექნიკის თანდართული წესები ელექტროდანა დ გარების ექსპლუატაციისას”;
3. ბრძანებით დამტკიცებული წესების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანა დ გარების ექსპლუატაციისას”;
4. წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წინამდებარე უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანა დ გარების ექსპლუატაციისას – (შემდგომში – წესები) მოიცავს ელექტროსადგურების და ელექტრული ქსელების ელექტროდანადგარების და მოწყობილობების ექსპლუატაციის უსაფრთხოების ტექნიკის ნორმებს და ვრცელდება ორგანიზაციების (მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა) პერსონალზე და სხვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ელექტროდანადგარების ტექნიკურ მომსახურებას, ოპერატიულ გადართვებს, ასრულებენ საპროექტო, სამშენებლო, სამონტაჟო, გაწყობის, სარემონტო სამუშაოებს, გამოცდებს და გაზომვებს”.
5. წესების მე-2 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. ელექტრული ქსელი – ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე მ. ვალიშვლი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი