ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.006.837
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №248
2004 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნუმიზმატიკური დანიშნულებით 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 42-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 20 სექტემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ” დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 12 მარტის №8 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ნუმიზმატიკური დანიშნულებით 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასი განისაზღვროს 7 ლარის ოდენობით.
2. ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტები აღირიცხოს ბალანსგარეშე ანგარიშზე – ,,ნუმიზმატიკური დანიშნულების ფასეულობა” – ნომინალური ღირებულებით, სათანადო ბარათის შედგენით (რომელშიც უნდა მიეთითოს ნომინალი, სერია, ნომერი).
3. აღნიშნული ბანკნოტების რეალიზაცია ყველა ცალკეულ შემთხვევაში მოხდეს შემძენის ვინაობის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.08.2011.
- როდის იქნა მიღებული „ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ“?
- „ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ“ მიღებულია 09.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №248. სარეგისტრაციო კოდი — 220.090.000.18.011.006.837.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.08.2011-დან.
- სად არის „ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ“, №248, 09.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.006.837 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58978/