„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების XVII-C დანართისა და XVII-D დანართის განახლების შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2020 წლის 23 იანვრის N1/2020 გადაწყვეტილება
მიღების თარიღი 23.01.2020
ძალაში შესვლა 23.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №N200/42-GI-1/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016752
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ I ოქმის ჩანაცვლების თაობაზე საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტის 2018 წლის 20 მარტის №1/2018 გადაწყვეტილება ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XIII
დანართის (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) განახლების შესახებ საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 17 ივნისის N1/2021
გადაწყვეტილება ნიკოლოზ გოგილიძისთვის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XVII-C დანართსა და XVII-D დანართის B ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2015 წლის 25 ნოემბრის N2/2015 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI-B დანართში მოცემული პირველი ეტაპის დადებითად შეფასების შესახებ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის N 2/2021 გადაწყვეტილება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების XVII-C დანართისა და XVII-D დანართის განახლების შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2020 წლის 23 იანვრის N1/2020 გადაწყვეტილება
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის გადაწყვეტილება N1/2020
23 იანვარი 2020 წ.
ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII-C დანართისა და XVII-D დანართის განახლების შესახებ
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი,
ითვალისწინებს რა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, და, კერძოდ, 179-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტს,
იღებს რა მხედველობაში, რომ:
(1) საქართველოსა და ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2012 წლის 1 აპრილს.
(2) ეს შეთანხმება მოგვიანებით იქცა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილად (შემდგომში ,,შეთანხმება“), რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს.
(3) შეთანხმების 171-ე მუხლი ითვალისწინებს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატების შესაძლებლობას, რომლებიც დაცული იქნება მის დანართებში XVII-C და XVII-D მას შემდეგ, რაც დასრულდება ამ შეთანხმებით გათვალისწინებული 170-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურა და მონაცემების შესწავლა ორივე მხარისათვის მისაღები შედეგით.
(4) აღნიშნული პროცედურა და მონაცემების შესწავლა დასრულდა და შესაბამისად, შესაძლებელია დანართში XVII-C და დანართში XVII-D ცვლილებების შეტანა.
მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
მუხლი 1🔗
ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართები XVII-C და XVII-D ჩანაცვლდეს ამ გადაწყვეტილების დანართის ტექსტით.
მუხლი 2🔗
ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან.
შესრულებულია ბრიუსელში, 2020 წ. 23 იანვარს.
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სახელით
თავმჯდომარე (ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი)
სუსანა მარაზუელა
ქვეკომიტეტის მდივნები
მდივანი ევროკავშირის მხრიდან
მანუელ როსი პრიეტო
მდივანი საქართველოს მხრიდან
მანანა ფრუიძე