„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №211 |
|
2018 წლის 10 მაისი ქ. თბილისი |
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტების ან ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს მთავრობას წარმოედგინება ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტების ან ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის ტექსტი და მისი ოფიციალურად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ინიციატორი სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის შესაბამისობის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა მისი მიღების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, ინიციატორი სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა მისი მიღების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინიციატორი სამინისტროს დასკვნა, აგრეთვე ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი განმარტებითი ბარათი და შეთანხმების ფურცელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილი დასკვნების შეჯერების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ან რეკომენდაციის უცხოენოვანი ტექსტის ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ინიციატორი სამინისტრო ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მეშვეობით.
4. ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტების ან ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის ძალაში შესვლის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მათი ელექტრონული ფორმით ოფიციალურად გამოქვეყნებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნის შესაბამის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge).
|