„საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №237 |
|
2021 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
1. ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების დანართების გადახედვის, ცვლილების, შესწორების ან/და განახლების თაობაზე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამავე შეთანხმებით განსაზღვრული ერთობლივი კომიტეტის (შემდგომში – ერთობლივი კომიტეტი) გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ხორციელდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს მთავრობას წარმოედგინება ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებ(ებ)ის ტექსტი და მისი ოფიციალურად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ინიციატორი სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებ(ებ)ის შესაბამისობის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა მისი მიღების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, ინიციატორი სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა მისი მიღების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინიციატორი სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, აგრეთვე ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი განმარტებითი ბარათი და შეთანხმების ფურცელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილი დასკვნების შეჯერების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების უცხოენოვანი ტექსტის ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ინიციატორი სამინისტრო ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მეშვეობით.
4. ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებ(ებ)ის ძალაში შესვლის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მისი/მათი ელექტრონული ფორმით ოფიციალურად გამოქვეყნებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნის შესაბამის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge).
|