საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.08.2023
გამომცემი ორგანო შედგენილი (გამოყენებული) საჯარიმო ქვითრები (ოქმები)
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016520
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.08.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | 2 |
| 8 | 9 |
| 17 | 18 |
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი |
| თანამდებობა | სახელი |
| საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები | შედგენილი (გამოყენებული) საჯარიმო ქვითრები (ოქმები) |
| დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) საჯარიმო ქვითრები (ოქმები) | შენიშვნა |
| დაბრუნების თარიღი | ჩამოწერის აქტის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2023 წლის 24 აგვისტო
ქ. ლანჩხუთი
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 2401 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-12 და მე-15 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-17 პუნქტის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა)
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ)
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად;
გ)
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად;
დ)
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად;
ე)
სააღსრულებო ფურცლის ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი №1
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093, 513, 533, 55-ე, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) შინაარსს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის („ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებით დამტკიცებული ფორმა) (შემდგომში – სამართალდარღვევის ოქმი) და საჯარიმო ქვითრის შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
1.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე (შემდგომში – საჯარო მოხელე).
2.
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093, 513, 533, 55-ე, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის 141 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.
ამ მუხლის მე-2 პუქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, საჯარო მოხელე უფლებამოსილია, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
4.
საჯარო მოხელე უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
5.
საჯარო მოხელე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ასევე ადგენს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513, 533, 55-ე, 553, 642, 825, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ უგზავნის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს (შემდგომში – სამსახურის უფროსი).
6.
სამსახურის უფროსი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იგზავნება სასამართლოში.
მუხლი 3🔗.
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება
1.
თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, საჯარო მოხელე დამრღვევის მიმართ ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტთან ერთად, მოხსენებითი ბარათით უგზავნის სამსახურის უფროსს.
2.
სამსახურის უფროსი დამატებით იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა დოკუმენტსა და ფაქტობრივ გარემოებას, მათ შორის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 264-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს. ასევე, სავარაუდო სამართალდამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას საკუთარი მოსაზრებებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით.
3.
სამსახურის უფროსმა სამართალდარღვევის საქმის განხილვაში უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირების (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, არსებობის შემთხვევაში – დაზარალებულის, მოწმის) მონაწილეობა, რომლებსაც დროულად უნდა ეცნობოთ საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საქმე განიხილოს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დაუსწრებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
4.
თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებას სამართალდარღვევის შესახებ და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
5.
თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ვერ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებას სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისა და უკვე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო დაინტერესებულ პირს წერილით ეცნობება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
6.
პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის ბრძანება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.
მუხლი 4🔗.
საჯარიმო ქვითრის შედგენა და მისი შინაარსი
1.
თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 242-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2.
საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3.
საჯარიმო ქვითრის:
ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელე;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება შედგენის ადგილი;
ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება:
ბ.ვ.ა) 6.1. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------------ და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
ბ.ვ.ბ) 6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ------------------------------ და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.
4.
საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. საჯარიმო ქვითარს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის შემდგენი საჯარო მოხელის მიერ. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარადგინოს ახსნა-განმარტებები, შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები, რაც თან უნდა დაერთოს საჯარიმო ქვითარს.
5.
საჯარიმო ქვითრის II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის I ნაწილის შესაბამისად.
6.
საჯარიმო ქვითრის შედგენისას, სამართალდამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე და 273-ე მუხლებით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
7.
საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (დედანი) რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითარი ითვლება სამართალდარღვევისთვის ჩაბარებულად.
8.
საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ საჯარო მოხელის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
9.
საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია მისი გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად და ჩამოიწერება დადგენილი წესით.
10.
საჯარიმო ქვითარი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი).
11.
საჯარიმო ქვითრის შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
12.
შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია საჯარო მოხელე აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
საჯარიმო ქვითრის მომარაგების, შენახვის, გაცემისა და დაბრუნების წესი
1.
საჯარიმო ქვითრის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
2.
პოლიგრაფიული საწარმოდან საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს მერიის საჯარო მოხელეს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. საჯარიმო ქვითრის შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი/მერიის სტრუქტურული ერთეული.
3.
საჯარიმო ქვითრის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. სათავსო, სადაც ინახება საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან. საჯარიმო ქვითრის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში“ (ტექსტში შემდგომ – ჟურნალი) (დანართი №4 და დანართი №5).
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
5.
ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით და მერიის ბეჭდით.
6.
ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
7.
ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დამხარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი; ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღირიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
8.
იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
9.
კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
10.
ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, გადაეცემა არქივს.
11.
ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
12.
ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 6🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა
1.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ექვემდებარება ჩამოწერას:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
ჯარიმის გადახდა
1.
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
საურავის დარიცხვის შესახებ ბრძანებას გამოსცემს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.
მუხლი 8🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1.
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის, ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით და მე -3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივარს განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია. კომისიის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები, საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარედგინება მერს.
3.
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
მუხლი 9🔗.
სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
სამსახურის მიერ სააღსრულებო ფურცლის (დანართი №5) გამოწერა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 10🔗.
ვადების ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
დანართი №2
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
ნაწილი I
საჯარიმო ქვითარი №
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი
ბ.ა.
1. შედგენის თარიღი: --------------------
2. შედგენის ადგილი: --------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: ----------------------------------------
4. დამრღვევის მონაცემები: -----------------------
ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი
--------------------------------------------------------
იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება მისი დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი
5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.1. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრა- ციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ --------------- მუხლის --------------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას -------------------- ლარის ოდენობით.
6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრა- ციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ---------- მუხლის ----------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ------------------- ლარის ოდენობით.
7. ----------------------------------------------------------
----------------------------------------------------
მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები
8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა:
(ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)
9. მიმღები მოლარე: -------------- ------------------
(ხელმოწერა და თარიღი) (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
მოწმის ხელმოწერა: --------------------------------
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: --------------------
სამართალდამრღვევი: --------------------------------
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)
ნაწილი II
საჯარიმო ქვითრის ყუა
№
(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)
1. ------------------------------------------
(გადამხდელის სახელი და გვარი)
2. ----------------------------------------
(გადამხდელის მისამართი)
3. ----------------------------------------
(ჯარიმის ოდენობა)
4.1.---------------------------------------
(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)
4.2. --------------------------------------
(ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი)
5. ----------------------------------------
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6. ----------------------------------------
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე: -------------------
(ხელმოწერა)
8. შემომტანი: -------------------------
(ხელმოწერა)
ბ.ა.
9. თარიღი: ----------------------------
(რიცხვი, თვე და წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული ბრძანება (გადაწყვეტილება).
მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. კერძოდ, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი – სასამართლოში.
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
დანართი №3
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
№
გაცემის თარიღი
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) №
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემი
თანამდებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
გაგრძელება
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები
შედგენილი (გამოყენებული) საჯარიმო ქვითრები (ოქმები)
თანამდებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) №
თანამდებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
8
9
10
11
12
13
14
15
16
გაგრძელება
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) საჯარიმო ქვითრები (ოქმები)
შენიშვნა
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერის აქტის №
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) №
თანამდებობა
სახელი
გვარი
17
18
19
20
21
22
23
დანართი №4
აქტი № (ფორმა)
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის ფორმა
----------------------------------------------------------------------------
(აქტის შედგენის ადგილი)
---- ------------------------- 20 წელი
№
საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი
საჯარიმო ქვითრის რაოდენობა
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი/ნომრები
შენიშვნა
1
2
3
4
5
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: -------------------------------
ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი: ---------------------------
დანართი №5
სააღსრულებო ფურცლის ფორმა
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი № -----
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სააღსრულებო ფურცლის გამცემის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი გამოტანის თარიღი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი)
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
უფლებამოსილი პირი: __________________ /____________________ /
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა.