აქტივების მმართველი კომპანიების ანაზღაურების ნორმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.11.2004 ძალადაკარგული 04.08.2010
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
040.170.280.12.005.006.845
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 135, 24/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.006.845

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №45

2004 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

აქტივების მმართველი კომპანიების ანაზღაურების ნორმების შესახებ

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 40 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად , კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული „აქტივების მმართველი კომპანიების ანაზღაურების ნორმების შესახებ “.

2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე მ. ჯიბუტი

წ ე ს ი

აქტივების მმართველი კომპანიების ანაზღაურების ნორმების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი შემუშავებულია „არასახელმწიფო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს აქტივების მმართველი კომპანიების მომსახურების ანაზღაურების სავალდებულო ნორმებს.

    მუხლი 2. განმარტებები

ამ წესში გამოყენებულია ტერმინები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობებით.

    მუხლი 3. ანაზღაურების ნორმები

3.1. აქტივების მმართველი კომპანიების მომსახურების ანაზღაურება ხდება საპენსიო დანაგროვის აქტივების შემადგენელი ქონების ხარჯზე აქტივების მმართველ კომპანიასა და საპენსიო სქემის დამფუძნებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების (ოდენობა, პერიოდულობა, ფორმები) შესაბამისად.

3.2. საპენსიო აქტივების შემადგენელი ქონების ხარჯზე დასაშვებია მხოლოდ აქტივების მართვასთან დაკავშირებული და საპენსიო სქემის წესებით გათვალსიწინებული სხვა ხარჯების (რომელთა გადახდაც მინდობილი აქვს მმართველ კომპანიას) ანაზღაურება. ყველა სხვა ხარჯი, რომელიც არ არის გათვალისწინებული და აღემატება დადგენილ ლიმიტებს, ანაზღაურებულ უნდა იქნეს მმართველი კომპანიის საკუთარი სახსრებიდან.

3.3. მმართველი კომპანიის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, აქტივების მართვის ხელშეკრულება შესაძლებელია ითვალისწინებდეს ფიქსირებულ გადასახადს ან საკომისიოს, განსაზღვრულს სამართავად გადაცემული კომპანიის წმინდა აქტივების ან მათი ინვესტირებიდან მიღებული წმინდა მოგების პროცენტის სახით. ამასთან, აქტივების მმართველი კომპანიის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს:

- სამართავად გადაცემულ საპენსიო დანაგროვთა აქტივების საშუალო წლიური ღირებულების 2 პროცენტს;

- საპენსიო დანაგროვთა ინვესტირებისა და აქტივების მართვის შედეგად მიღებული წლიური სუფთა მოგების 20 პროცენტს.

3.4. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ანაზღაურების გაანგარიშების ალტერნატიული შესაძლებლობების გათვალისწინება. თუ დადგენილია ფიქსირებული საკომისიო და, ამასთან, ეს უკანასკნელი აღემატება ამ წესის 3.3 მუხლით განსაზღვრულ ორივე სიდიდეს, მმართველი კომპანიისათვის გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მათ შორის უდიდესს.

3.5. ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს აგრეთვე პრემიას წარმატებული საქმიანობისათვის. ამასთან, კომპანიას არ შეუძლია მიიღოს პრემია, ვიდრე არ იქნება დაფარული ბოლო სამი წლის ზარალი.