„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის Nს-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება №ს-64 |
|
2023 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის Nს-22 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს. 3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2).
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დანართი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
[1] ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპის ბოლო ვადა არის 2023 წლის 13 სექტემბერი მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებიც საჩივრის დაკმაყოფილების შემდგომ გადავლენ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე. [2] ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თანხის ხარჯვის ეტაპის ბოლო ვადა არის 2023 წლის 25 ოქტომბერი მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებიც საჩივრის დაკმაყოფილების შემდგომ გადავლენ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე. [3] თანამონაწილეობის მონიტორინგი №1 ეტაპის ბოლო ვადა არის 2023 წლის 30 ოქტომბერი მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებიც საჩივრის დაკმაყოფილების შემდგომ გადავლენ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე. |