აქტივების მმართველ კომპანიების პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.11.2004 ძალადაკარგული 11.11.2020
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
040.170.280.12.005.006.847
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 135, 24/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.006.847

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №47

2004 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

აქტივების მმართველი კომპანიების პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების შესახებ

“არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული წესი „აქტივების მმართველი კომპანიების პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების შესახებ“.

2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე მ. ჯიბუტი

წესი

აქტივების მმართველი კომპანიების პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების შესახებ

    მუხლი 1.

ეს წესი შემუშავებულია “არასახელმწიფო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აქტივების მმართველი კომპანიების პერსონალის მიმართ.

    მუხლი 2.

ამ წესში გამოყენებულია ტერმინები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობებით. გარდა ამისა, წესში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები:

ა) აქტივების მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი პირები:

– პირველი ხელმძღვანელი პირი (კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი ან პირი, რომელიც ერთპიროვნულად ახორციელებს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას) და მისი მოადგილე;

– კომპანიის მათავარი ბუღალტერი და მისი მოადგილე;

– მმართველი კომპანიის ფილიალის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

    მუხლი 3.

მმართველი კომპანიის ხელმძღვანელების არჩევა/დანიშვნა თანამდებობაზე ხდება მათი კანდიდატურების ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან (შემდგომში – კომისია) წინასწარი შეთანხმების ან არჩევიდან/დანიშვნიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში შეთანხმების შემდეგ.

    მუხლი 4.

4.1. ლიცენზიის მიღებისას ყველა კომპანიამ უნდა წარადგინოს კომისიაში მონაცემები ყველა ხელმძღვანელი პირის შესახებ. კომისია ინფორმირებული უნდა იყოს მათ რიგებში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.

4.2. მმართველი კომპანიების სალიცენზიო დოკუმენტებში ასახული, აგრეთვე მათ მიერ კომისიაში შემდეგ წარდგენილი მასალების საფუძველზე, კომისია აწარმოებს მმართველი კომპანიების ხელმძღვანელ მუშაკთა რეესტრს. რეესტრის წარმოებისას კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო ორგანოების, აუდიტორების, ბანკთაშორისი და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა ასოციაციებისაგან.

4.3. საპენსიო დანაგროვთა ინვესტირებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება შეუძლიათ მხოლოდ პირებს, რომლსაც გააჩნიათ კომისიის მიერ გაცემული ბროკერის ლიცენზია და პროფესიული გამოცდილების მინიმუმ 2 წლის სტაჟი.

4.4. კანდიდატებს მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი პირების თანამდებობაზე უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, კომისიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის ლიცენზია და ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებული პროფესიული საქმიანობის სტაჟი, ან მუშაობის გამოცდილება საბანკო და სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ ყოველდღიურ საქმიანობას ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარზე: – მმართველი კომპანიის პირველი პირის ან მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე არანაკლებ 2 წლისა; – ზემოხსენებულ პირთა მოადგილეების ან კომპანიის ფილიალების პირველი პირის და მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე არანაკლებ ერთი წლისა.

4.5. მმართველი კომპანიის ხელმძღვანელ პირად უცხო ქვეყნის მოქალაქის და/ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში არჩევის/დანიშვნისათვის აუცილებელია კომისიაში წარდგენილ იქნეს დოკუმენტები რომლებიც

ა) ადასტურებენ მათი მუშაობის ხუთწლიან გამოცდილებას აქტივების მართვის სფეროში საზღვარგარეთის ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარზე;

ბ) ადასტურებენ მათი არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილებას საქართველოს ორგანიზაციებში – ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიულ მონაწილეებში, ან ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ახორციელებენ მუდმივ საქმიანობას ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარზე.

    მუხლი 5.

კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას აფასებს შესაბამისი საკვალიფიკაციო კომისია გასაუბრების ან ტესტირების წესით.