„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს N76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №82/ნ |
|
2023 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს №76/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 15/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.018331) პირველი მუხლის:
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი;“; ბ) მე-6 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელზეც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოცხადებული მიღება 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით და რომელთაც აკრედიტაცია მიენიჭა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ.“. 2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „2023-2024 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|