„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40-38 |
|
2024 წლის 24 მაისი ქ. თბილისი |
ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“(დანართი №1):
ა.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) ა(ა)იპ-ის ფარგლებში დაკომპლექტებული გუნდი – ა(ა)იპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ფარგლებში დაკომპლექტებული, არანაკლებ სამკაციანი გუნდი (რომლის შემადგენლობაშიც შესაძლოა შედიოდეს: მამასახლისი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი), რომლის შემადგენლობაც მტკიცდება ა(ა)იპ-ის დირექტორის ბრძანებით და რომლის მოვალეობასაც მიეკუთვნება „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ მართვაში არსებული სოციალური საცხოვრისის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების ცხოვრების ფაქტის დადასტურება.“;
ა.ბ) მე-8 მუხლს მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161, 162 და 163 პუნქტები:
„161. ა(ა)იპ-ის ფარგლებში დაკომპლექტებული გუნდი, საცხოვრისში მცხოვრები ოჯახების გადამოწმებისა და მათი ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით, ახორციელებს ვიზიტს საცხოვრისში არანაკლებ ყოველი 45 კალენდარული დღის განმავლობაში.
„162. ა(ა)იპ-ის ფარგლებში დაკომპლექტებული გუნდი, მინიმუმ 3 (სამი) თვის განმავლობაში საცხოვრისში ოჯახის არცხოვრების ფაქტის (ცხოვრების ფაქტის დადასტურებად არ განიხილება ოჯახის წევრთა მიერ საცხოვრისში ერთჯერადი ვიზიტები ან მათი მხრიდან საცხოვრისის გამოყენება ნივთების განთავსება/შენახვის მიზნით, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით დასტურდება ოჯახის წევრთა მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით.) დადასტურების შესახებ ინფორმაციას, ოქმისა და ვიდეოჩანაწერის სახით, აწვდის სამსახურს, რომლის საფუძველზეც მზადდება მთავრობის განკარგულება უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახსა და ა(ა)იპ-ს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
163. უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახსა და ა(ა)იპ-ს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სამსახური გამოსცემს ბრძანებას, ოჯახისათვის უსახლკარო სტატუსის გაუქმების შესახებ.“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა“ დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
გ) „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა“ დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
|
დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წლის დადგენილებით
|
დანართი №3
დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---- წლის ----- დადგენილებით
|