მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.08.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №333
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„მომსახურების ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის
წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის – ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №333
2023 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის
დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (16/06/2023, №3279-XIმს-Xმპ) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი“.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ივნისის №304 დადგენილება.
მუხლი 3🔗
1. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე ყველა სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში გაიაროს რეგისტრაცია, ამ წესის შესაბამისად და ასევე ასახოს მის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული მოწყობილობები და გაუხარჯავი მაცივარაგენტების მარაგები (მათი არსებობის შემთხვევაში).
2. პირი, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, აღებული აქვს სერტიფიკატი, ვალდებულია, 2024 წლის 1 თებერვლამდე მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახოს მის მფლობელობაში არსებული გაუხარჯავი მაცივარაგენტების მარაგები (მათი არსებობის შემთხვევაში).
3. პირი, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ 2025 წლის 1 იანვრამდე გახდება სერტიფიცირებული პირი, ვალდებულია, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციიდან 30 დღის განმავლობაში სისტემაში ასახოს მის მფლობელობაში არსებული გაუხარჯავი მაცივარაგენტების მარაგები (მათი არსებობის შემთხვევაში).
4. პირები, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედებამდე ფლობდნენ/ ფლობენ ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვას, ვალდებულნი არიან, 2024 წლის 1 თებერვლამდე მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახონ სათანადო ინფორმაცია, მათ შორის, მათ მფლობელობაში არსებული გაუხარჯავი მაცივარაგენტების მარაგების (მათი არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი
მუხლი 1🔗. წესის მიზანი
„მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მაცივარაგენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შეძენის, გასხვისებისა და მოხმარების ელექტრონული აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ანგარიშგების წესების დადგენა.
მუხლი 2🔗. რეგულირების
სფერო
1. ეს წესი არეგულირებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ მონაცემების ელექტრონული ფორმით აღრიცხვის საკითხებს, ასევე მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების აღრიცხვისა და მომსახურების, მაცივარაგენტების მოხმარებისა და შეძენის/გასხვისების პროცესების ელექტრონულად აღრიცხვის მოთხოვნებს.
2. ეს წესი ვრცელდება:
ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის მფლობელ პირებზე (შემდგომში − ნებართვის მფლობელი);
ბ) პირებზე, რომლებიც ფლობენ 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ, მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე თბურ ტუმბოებს, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სტაციონარულ მოწყობილობებს (შემდგომში − მოწყობილობის მფლობელი);
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირებზე (შემდგომში − სერტიფიცირებული პირი), რომლებიც ემსახურებიან თბურ ტუმბოებს, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სტაციონარულ მოწყობილობებს ან/და ახდენენ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში მოცემული ტერმინები განიმარტება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. მაცივარაგენტების
მართვის
ელექტრონული
სისტემის
ადმინისტრირება
მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში − ელექტრონული სისტემა) ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მუხლი 5🔗. მონრეალის
ოქმით
გათვალისწინებული
ნივთიერებების
იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა
და
ტრანზიტის
ნებართვის
მფლობელის მიერ ელექტრონული სისტემის წარმოებასთან დაკავშირებული ვალდებულებები
1. ელექტრონულ სისტემაში ნებართვის მფლობელი პირის მონაცემებს ვებპორტალზე (https://emoe.gov.ge) ასახავს ნებართვის გამცემი.
2. ნებართვის მფლობელი პირი, რომელიც ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტსა და ტრანზიტს, ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში ვებპორტალზე (https://emoe.gov.ge) განახორციელოს „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაციის ასახვა, სათანადო დოკუმენტების ატვირთვა და წარდგენა.
3. ნებართვის მფლობელი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტიორი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას, ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში ასახოს შესაბამისი მონაცემები, მათ შორის, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (კგ), გასხვისების თარიღი და მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები.
4. ნებართვის მფლობელი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტიორი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტისას, ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში ასახოს შესაბამისი მონაცემები, მათ შორის, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (კგ) და ექსპორტის თარიღი.
მუხლი 6🔗. ელექტრონულ
სისტემაში
რეგისტრაცია
1. მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია, დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში ვებპორტალზე (https://emoe.gov.ge). ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის სავალდებულო მონაცემებია მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები და იურიდიული მისამართი, ასევე მოწყობილობის ფაქტობრივი მისამართი (ადგილმდებარეობა).
2. სერტიფიცირებული პირის რეგისტრაციისთვის სავალდებულო მონაცემებია:
ა) მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის შემთხვევაში − სერტიფიცირებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სერტიფიკატის ნომერი და მოქმედების ვადა;
ბ) მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის შემთხვევაში − პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სერტიფიკატის ნომერი და მოქმედების ვადა, მასთან მომუშავე ტექნიკოსების სერტიფიკატების მონაცემები.
3. რეგისტრაციის შემდგომ მოწყობილობის მფლობელს, სერტიფიცირებულ პირს, აგრეთვე მოწყობილობას ელექტრონულად ენიჭება სტატუსი − „მოქმედი“, ხოლო რეგისტრირებულ მოწყობილობას სისტემის მიერ ენიჭება უნიკალური ნომერი.
4. რეგისტრაცია შესაძლებელია, გაუქმდეს:
ა) მოწყობილობის მფლობელის შემთხვევაში:
ა.ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე ყველა მოწყობილობის დემონტაჟის შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადისა და დოკუმენტაციის სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენის საფუძველზე;
ა.ბ) სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციატივით, თუ დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ იქნა ყველა მოწყობილობის დემონტაჟის ფაქტი;
ბ) სერტიფიცირებული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სერტიფიკატის ვადის გასვლის შემთხვევაში;
ბ.ბ) სხვა მიზეზით საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადისა და დოკუმენტაციის სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენის საფუძველზე;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას ენიჭება სტატუსი − „გაუქმებული“.
მუხლი 7🔗. მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე
მომუშავე
მოწყობილობის
აღრიცხვისა
და
მომსახურების
ელექტრონული
ჟურნალის
წარმოებასთან დაკავშირებული
ვალდებულებები
1. მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია:
ა) შესაბამის ელექტრონულ ჟურნალში ასახოს დამონტაჟებული სტაციონარული მოწყობილობის შესახებ მონაცემები, მათ შორის, მოწყობილობის ტიპი, მოწყობილობის ნიშანდებისადმი „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სავალდებულო მონაცემები და ელექტრონული სისტემით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია;
ბ) ახალი მოწყობილობის დამონტაჟების შემთხვევაში, სამონტაჟო სამუშაოების დასრულების დღის 24 საათამდე ასახოს მოწყობილობის მონაცემები, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) მოწყობილობის დემონტაჟის შემთხვევაში, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების დღის 24 საათამდე დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ სისტემაში;
დ) ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი მონაცემების ცვლილების/ დაზუსტების შემთხვევაში, განახლებული მონაცემები განაახლოს.
2. სერტიფიცირებული პირი, რომელმაც განახორციელა მომსახურება, ვალდებულია:
ა) შესაბამის ელექტრონულ ჟურნალში ასახოს მონაცემები მოწყობილობისთვის გაწეული თითოეული იმ მომსახურების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მაცივარაგენტის ჟონვის, ამოღების და/ან დამატების ფაქტთან, ასევე ჟონვის მონიტორინგის შედეგები;
ბ) ასახოს ინფორმაცია 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურებისას გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მოწყობილობების ტიპი და რაოდენობა, რომლებსაც დღის განმავლობაში გაეწიათ მომსახურება, მონაცემები მაცივარაგენტის დამატებისა და ამოღების ოპერაციების შესახებ − მაცივარაგენტის დამატების/ამოღების თარიღი, დამატებული/ამოღებული მაცივარაგენტის დასახელება და რაოდენობა. სატრანსპორტო საშუალების მომსახურების შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, უნდა მიეთითოს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.
3. სერტიფიცირებული პირი, რომელიც ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების შეძენას/გასხვისებას, ვალდებულია, ასახოს ინფორმაცია შეძენილი და გასხვისებული ნივთიერების რაოდენობის თაობაზე შესაბამის ელექტრონულ ჟურნალში.
4. მონაცემები თითოეული შეძენილი, გახარჯული, შეგროვებული, რეციკლირებული, ჩაბარებული, გასხვისებული და მარაგის სახით დარჩენილი მაცივარაგენტის რაოდენობის თაობაზე ელექტრონულ ჟურნალში შეიტანება კილოგრამებში, მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით.
მუხლი 8🔗. ელექტრონული სისტემის წარმოების ზოგადი მოთხოვნები
1. ელექტრონულ ჟურნალში მონაცემთა ასახვა ხორციელდება სერტიფიცირებული პირის მიერ მოწყობილობის მომსახურების გაწევიდან იმავე დღის 24 საათამდე.
2. მომსახურების მონაცემები და იმ სერტიფიცირებული პირის მონაცემები, რომელმაც განახორციელა მომსახურება, ელექტრონული სისტემის მეშვეობით აისახება მოწყობილობის მფლობელის შესაბამის ელექტრონულ ჟურნალში. მოწყობილობის მფლობელი ადასტურებს ელექტრონულად მომსახურების მიღებას.
3. ელექტრონულ ჟურნალში გამოვლენილი შეცდომისას, ელექტრონული ჟურნალის მწარმოებელი პირი უფლებამოსილია, გააუქმოს ჩანაწერი ან განახორციელოს ცვლილება მონაცემების გენერირებიდან 12 საათის განმავლობაში.
მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა
წესის
მოთხოვნათა
დარღვევისათვის
1. ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დარღვევისა და ჟურნალში არასწორი ინფორმაციის ასახვისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრება ჟურნალის მფლობელს.
2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.