ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.08.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №332
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2023
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| ჯიში | სქესი |
| 5-6 | 11-12 |
| ევროპული სარძეო ჯიშები[1] | ♀ |
| ♂ | 125 |
| ჯერსიული ჯიში | ♀ |
| ბრიტანული სახორცე ჯიშები[2] | ♀ |
| ფრანგულ-იტალიური სახორცე ჯიშები[3] | ♀ |
| ქართული მთის | ♀ |
| მეგრული წითელი | ♀ |
| კავკასიური წაბლა | ♀ |
| კამეჩი | ♀ |
| სახეობა/ჯიში | მოზარდი (ასაკი, თვე) |
| იმერული ცხვარი | 12-14 |
| თუშური ცხვარი | 23-25 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე დამტკიცების შესახებ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №332
2023 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗. მიზანი და მოქმედების სფერო
1. „ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართ №2-ის − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, ჯილეხით მკვდარი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესს.
2. ამ წესის მიზანია ცხოველის მფლობელისთვის ჯილეხით ცხოველის სიკვდილით მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება და ცხოველის მფლობელის მოტივირება, რათა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დროულად მიაწოდოს ჯილეხის საეჭვო, სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია.
3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და გადახდას ახორციელებს სააგენტო.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებითა და „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების დანართი №2-ით − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესით“ განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.
მუხლი 3🔗. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრა
1. „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართი №2-ის − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად ჯილეხის დადასტურებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, დაიწყოს კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის პროცედურები.
2. კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/ დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილების შესაბამისად:
ა.ა) სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;
ა.ბ) პასუხისმგებელი პირი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
ა.გ) ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე;
ბ) პასუხისმგებელი პირის მიერ დაცულია „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართი №2-ით − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესით“ დამტკიცებული ჯილეხის წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) სააგენტოში არსებულ ჩანაწერებში ცხოველი დაფიქსირებულია, როგორც „ობიექტურად აუცრელი“.
3. კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე/ რევაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.
4. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს უფროსის მიერ იქმნება კომისია, რომლის მუშაობაში, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობის მიზნით, შეიძლება, მიწვეულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის სპეციალისტი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია ადგენს, ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობას.
6. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის კომისია უფლებამოსილია, პასუხისმგებელი პირისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
7. კომპენსაციის გადახდის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის მიერ მიიღება ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის განმავლობაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებელ პირს წერილობით ეცნობება გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
9. თუ პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება სააგენტოს გადაწყვეტილებას, მათ შორის, კომპენსაციის ოდენობის შესახებ, მას შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. კომპენსაციის გადახდა ხორციელდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.
დანართი №1
კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა
1. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის სააგენტო, ცხოველის ასაკს დასადგენად, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის თარიღს უმატებს 21 კალენდარული დღეს.
2. პასუხისმგებელი პირის, ცხოველის, ასაკის, სქესისა და ჯიშის განსაზღვრა ხორციელდება მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული მონაცემებით.
3. ცხოველის ასაკის დადგენისას ცხოველის ასაკი მრგვალდება პასუხისმგებელი პირის სასარგებლოდ.
4. ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი მონაცემებისა და პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოყენებით წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №1 − მსხვილფეხა საქონლისა და ცხრილი №2 − წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში.
ცხრილი №1
მსხვილფეხა საქონლის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები სქესის, ასაკისა და ჯიშის გათვალისწინებით
ჯიში
სქესი
ასაკი, თვე
ასაკი, წელი
5-6
7-8
9-10
11-12
13-15
16-18
20-24
3
4
≥5
ცოცხალი მასა კგ (♀/♂ )
ევროპული სარძეო ჯიშები[1]
♀
150
200
240
260
300
330
400
480
520
550
♂
160
230
280
310
380
430
500
740
820
880
ჯერსიული ჯიში
♀
105
160
190
210
240
280
340
390
420
450
♂
120
185
230
260
310
390
600
570
620
670
ბრიტანული სახორცე ჯიშები[2]
♀
145
175
195
225
255
290
335
390
410
450
♂
160
200
210
250
290
340
420
530
650
720
ფრანგულ-იტალიური სახორცე ჯიშები[3]
♀
170
200
235
265
300
345
200
440
500
535
♂
185
215
255
280
340
420
520
690
790
840
ქართული მთის
♀
55
70
95
110
120
130
160
170
195
210
♂
65
85
110
125
140
170
230
310
340
370
მეგრული წითელი
♀
60
75
120
130
140
170
230
250
285
300
♂
70
90
125
145
170
215
310
390
450
480
კავკასიური წაბლა
♀
110
160
180
200
225
255
340
390
420
450
♂
130
185
230
255
285
350
480
570
620
680
კამეჩი
♀
105
135
150
155
170
200
260
280
420
450
♂
125
150
170
180
190
210
290
460
550
620
ცხრილი №2
ცხვრისა და თხის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები სქესის, ასაკისა და ჯიშის გათვალისწინებით*
სახეობა/ჯიში
მოზარდი (ასაკი, თვე)
ზრდასრული
5-6
11-12
17-18
ნერბი/ნეზვი
ვერძი/ბოტი
ცოცხალი მასა, კგ
იმერული ცხვარი
12-14
16-20
20-21
22-24
25-28
თუშური ცხვარი
23-25
25-27
30-32
35-40
45-50
მეგრული თხა
18-20
24-26
30-32
35-40
45-50
ზაანენური თხა
26-28
38-41
48-51
55-60
70-80
* 7-დან 10 თვის, 13-დან 16 თვის ასაკის ჩათვლით ცხვრისა და თხის წონა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით.
5. თუ მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემებით ან პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტით ვერ დგინდება ცხოველის ჯიში, ნაჯვარის (ჰიბრიდის) წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3.
6. 0 − 4 თვის ასაკის ჯიშიანი ცხოველის შემთხვევაში წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3. ამ ცხრილის შესაბამისად მიღებულ რიცხვს ემატება ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ღირებულების 5%.
ცხრილი №3
ნაჯვარი (ჰიბრიდი) საქონლის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები
ასაკის გათვალისწინებით
მსხვილფეხა საქონელი
კატეგორია
მოზარდი
მოზარდი
მოზარდი
ზრდასრული
ასაკი (თვეები)
0-3
3-6
6-9
9-12
12- 18
18-24
>24
საშუალო ცოცხალი წონა კგ
50
65
90
120
150
225
300
ცხვარი/თხა
კატეგორია
მოზარდი
მოზარდი
ზრდასრული
ასაკი (თვეები)
0-3
3-6
6-9
9-12
>12
საშუალო ცოცხალი წონა კგ
10
15
20
25
30
7. ცხრილ №1-სა და ცხრილ №2-ში მითითებულ რიცხვს (წონა), ჯიშიანი მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 60%, ხოლო ცხრილ №3-ში მსხვილფეხა საქონლის ადგილობრივი ჯიშებისა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 40% უნდა გამრავლდეს ხორცის საბაზრო ფასზე, რომელიც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში მოცემულია სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში (ფასი ფერმის კართან)“.
8. ზოოტექნიკური ჩანაწერებით დადასტურებული სანაშენე ცხოველის (ცხოველი, რომელსაც მიკუთვნებული აქვს ბონიტირების კლასი ნიშან-თვისებათა კომპლექსით და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი) შემთხვევაში, ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ რიცხვს ემატება ღირებულების 10%.
[1] ჰოლშტინური, შვიცური, სიმენტალური, ფლეკვიი, მონბელიარდი, ლატვიური წაბლა, ესტონური წითელი, ან მათ შორის ნაჯვარები;
[2] ჰერეფორდული, აბერდინ-ანგუსური, გალოვეი, ან მათ შორის ნაჯვარები;
[3] შაროლე, ლიმუზინური, სალერსი, კიანური, ან მათ შორის ნაჯვარები.