ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 89%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 87%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №33 |
|
2026 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
danarti1.docx ⬇
დანართი
ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. „ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ დანართი №5 (შემდგომში − „ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი“) მე-11 მუხლის შესაბამისად, ცოფით მკვდარი მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის და ღორის კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესს.
2. ამ წესის მიზანია ცხოველის მფლობელისთვის ცოფით ცხოველის სიკვდილით მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება და ცხოველის მფლობელის მოტივირება, რათა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დროულად მიაწოდოს ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო, ცოფით დაავადებაზე საეჭვო ან ცოფის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას.
3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და გადახდას ახორციელებს სააგენტო.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებითა და „ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესით“ განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.
მუხლი 3. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრა
1. „ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, ცოფის დადასტურებულ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაიწყოს კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის პროცედურები.
2. კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილების შესაბამისად:
ა.ა) სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;
ა.ბ) პასუხისმგებელი პირი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
ა.გ) ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე;
ბ) პასუხისმგებელი პირის მიერ დაცულია „ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით.
4. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს უფროსის მიერ იქმნება კომისია, რომლის მუშაობაში, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობის მიზნით, მიწვეული უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის სპეციალისტი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია ადგენს, ამ წესის დანართ №1-ით „კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობას.
6. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის, კომისია უფლებამოსილია, პასუხისმგებელი პირისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
7. კომპენსაციის გადახდის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის მიერ მიიღება ცოფით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის განმავლობაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებელ პირს წერილობით ეცნობება გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
9. თუ პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება სააგენტოს გადაწყვეტილებას, მათ შორის, კომპენსაციის ოდენობის შესახებ, მას შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. კომპენსაციის გადახდა ხორციელდება კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.
დანართი №1
კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა
1. პასუხისმგებელი პირის, ცხოველის, ასაკის, სქესისა და ჯიშის განსაზღვრა ხორციელდება მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული მონაცემებით.
2. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის სააგენტო, ცხოველის ასაკის დასადგენად, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის თარიღს უმატებს 21 კალენდარულ დღეს.
3. ცხოველის ასაკის დადგენისას ცხოველის ასაკი მრგვალდება პასუხისმგებელი პირის სასარგებლოდ.
4. ამ დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი მონაცემებისა და პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოყენებით წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ამ დანართის ცხრილი №1 − მსხვილფეხა საქონლის, ცხრილი №2 − წვრილფეხა საქონლისა და ცხრილი №4 − ღორის შემთხვევაში.
ცხრილი №1
| მსხვილფეხა საქონლის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები სქესის, ასაკისა და ჯიშის გათვალისწინებით | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ჯიში | სქესი | ასაკი, თვე | ასაკი, წელი | ||||||||
| 5-6 | 7-8 | 9-10 | 11-12 | 13-15 | 16-18 | 20-24 | 3 | 4 | ≥5 | ||
| ცოცხალი წონა/მასა კგ (♀/♂ ) | |||||||||||
| ევროპული სარძეო ჯიშები[1] | ♀ | 150 | 200 | 240 | 260 | 300 | 330 | 400 | 480 | 520 | 550 |
| ♂ | 160 | 230 | 280 | 310 | 380 | 430 | 500 | 740 | 820 | 880 | |
| ჯერსიული ჯიში | ♀ | 105 | 160 | 190 | 210 | 240 | 280 | 340 | 390 | 420 | 450 |
| ♂ | 120 | 185 | 230 | 260 | 310 | 390 | 460 | 570 | 620 | 670 | |
ბრიტანული სახორცე ჯიში[2] |
♀ | 145 | 175 | 195 | 225 | 255 | 290 | 335 | 390 | 410 | 450 |
| ♂ | 160 | 200 | 210 | 250 | 290 | 340 | 420 | 530 | 650 | 720 | |
| ფრანგულ-იტალიური სახორცე ჯიში[3] | ♀ | 170 | 200 | 235 | 265 | 300 | 345 | 400 | 440 | 500 | 535 |
| ♂ | 185 | 215 | 255 | 280 | 340 | 420 | 520 | 690 | 790 | 840 | |
| ქართული მთის | ♀ | 55 | 70 | 95 | 110 | 120 | 130 | 160 | 170 | 195 | 210 |
| ♂ | 65 | 85 | 110 | 125 | 140 | 170 | 230 | 310 | 340 | 370 | |
| მეგრული წითელი | ♀ | 60 | 75 | 120 | 130 | 140 | 170 | 230 | 250 | 285 | 300 |
| ♂ | 70 | 90 | 125 | 145 | 170 | 215 | 310 | 390 | 450 | 480 | |
| კავკასიური წაბლა | ♀ | 110 | 160 | 180 | 200 | 225 | 255 | 340 | 390 | 420 | 450 |
| ♂ | 130 | 185 | 230 | 255 | 285 | 350 | 480 | 570 | 620 | 680 | |
| კამეჩი | ♀ | 105 | 135 | 150 | 155 | 170 | 200 | 260 | 280 | 420 | 450 |
| ♂ | 125 | 150 | 170 | 180 | 190 | 210 | 290 | 460 | 550 | 620 | |
ჰოლშტინური, შვიცური, სიმენტალური, ფლეკვიი, მონბელიარდი, ლატვიური წაბლა, ესტონური წითელი, ან მათ შორის ნაჯვარები;
ჰერეფორდული, აბერდინ-ანგუსური, გალოვეი, ან მათ შორის ნაჯვარები;
შაროლე, ლიმუზინური, სალერსი, კიანური, ან მათ შორის ნაჯვარები.
ცხრილი №2
| ცხვრისა და თხის ცოცხალი წონის/მასის მინიმალური მოთხოვნები სქესის, ასაკისა და ჯიშის გათვალისწინებით* | |||||
|---|---|---|---|---|---|
| სახეობა/ჯიში | მოზარდი (ასაკი, თვე) | ზრდასრული | |||
| 5-6 | 11-12 | 17-18 | ნერბი/ნეზვი | ვერძი/ბოტი | |
| ცოცხალი წონა/მასა, კგ | |||||
| იმერული ცხვარი | 12-14 | 16-20 | 20-21 | 22-24 | 25-28 |
| თუშური ცხვარი | 23-25 | 25-27 | 30-32 | 35-40 | 45-50 |
| მეგრული თხა | 18-20 | 24-26 | 30-32 | 35-40 | 45-50 |
| ზაანენური თხა | 26-28 | 38-41 | 48-51 | 55-60 | 70-80 |
* 7-დან 10 თვის, 13-დან 16 თვის ასაკის ჩათვლით ცხვრისა და თხის წონა/მასა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით.
5. თუ მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემებით ან პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტით ვერ დგინდება ცხოველის ჯიში, ნაჯვარის (ჰიბრიდის) წონის /მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3.
6. 0-4 თვის ასაკის ჯიშიანი ცხოველის შემთხვევაში წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3. ამ ცხრილის შესაბამისად მიღებულ რიცხვს ემატება ამ დანართის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ღირებულის 5%.
ცხრილი №3
ნაჯვარი (ჰიბრიდი) საქონლის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები ასაკის გათვალისწინებით |
||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მსხვილფეხა საქონელი | კატეგორია | მოზარდი | ზრდასრული | |||||
| ასაკი (თვეები) | 0-3 | 3-6 | 6-9 | 9-12 | 12-18 | 18-24 | >24 | |
| საშუალო ცოცხალი წონა/მასა კგ | 50 | 65 | 90 | 120 | 150 | 225 | 300 | |
| ცხვარი/თხა | კატეგორია | მოზარდი | ზრდასრული | |||||
| ასაკი (თვეები) | 0-3 | 3-6 | 6-9 | 9-12 | >12 | |||
| საშუალო ცოცხალი წონა/მასა კგ | 10 | 15 | 20 | 25 | 30 | |||
ცხრილი №4
ასაკთან დაკავშირებით ღორის ცოცხალი წონის/მასის და სხეულის სიგრძის საორიენტაციო მაჩვენებლები* |
|||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ჯიშები: მსხვილი თეთრი, ესტონური საბეკონე | |||||||
| მაჩვენებლები | სქესი | ასაკი | |||||
| 3 თვ. | 6 თვ. | 10 თვ. | 1 წ. | 1,5 წ. | 2 წ. | ||
| წონა/მასა | ♂ | 31 | 83 | 147 | 167 | 185 | 245 |
| ♀ | 31 | 76 | 129 | 151 | 167 | 207 | |
| სხეულის სიგრძე | ♂ | - | 117 | 141 | 157 | 165 | 173 |
| ♀ | - | 113 | 132 | 140 | 146 | 157 | |
| ჯიშები: ლანდრასი, დიუროკი, იორკშირი | |||||||
| სქესი | ასაკი | ||||||
| 3 თვ. | 6 თვ. | 10 თვ. | 1 წ. | 1,5 წ. | 2 წ. | ||
| წონა/მასა | ♂ | 36 | 89 | 150 | 167 | 217 | 245 |
| ♀ | 36 | 87 | 133 | 157 | 190 | 214 | |
| სხეულის სიგრძე | ♂ | - | 124 | 146 | 153 | 163 | 169 |
| ♀ | - | 120 | 138 | 143 | 148 | 154 | |
| ჯიში: მანგალიცური | |||||||
| სქესი | ასაკი | ||||||
| 3 თვ. | 6 თვ. | 10 თვ. | 1 წ. | 1,5 წ. | 2 წ. | ||
| წონა/მასა | ♂ | 16 | 38 | 70 | 86 | 112 | 136 |
| ♀ | 13 | 36 | 63 | 78 | 99 | 113 | |
| სხეულის სიგრძე | ♂ | - | 84 | 104 | 114 | 126 | 133 |
| ♀ | - | 75 | 96 | 106 | 116 | 122 | |
| ჯიში: კახური | |||||||
| სქესი | ასაკი | ||||||
| 3 თვ. | 6 თვ. | 10 თვ. | 1 წ. | 1,5 წ. | 2 წ. | ||
| წონა/მასა | ♂ | 10 | 21 | 36 | 46 | 65 | 75 |
| ♀ | 8 | 19 | 34 | 42 | 50 | 65 | |
| სხეულის სიგრძე | ♂ | - | 42 | 57 | 60 | 70 | 83 |
| ♀ | - | 37 | 42 | 55 | 65 | 74 | |
*ჰიბრიდული (ნაჯვარი) ჯიშების შემთხვევაში, ღორების ცოცხალი წონის/მასის 5-10% აღემატება ლანდრასის, დიუროკის და იორკშირის ჯიშების ცოცხალი წონის/მასის მინიმალურ მაჩვენებლებს ცხრილი №5-ში მითითებული ასაკის შესაბამისად.
7. კულტურული ჯიშის ღორების შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდების სავარაუდო ცოცხალი მასის/წონის (კგ) შესახებ ინფორმაცია ასაკთან მიმართებაში განსაზღვრულია ცხრილი №5-ში.
ცხრილი №5
| სქესი | ასაკი* | ||
|---|---|---|---|
| 3 თვე | 6 თვე | 10თვე | |
| ♂ | 35-40 | 90-95 | 155-160 |
| ♀ | 35-37 | 85-90 | 140-145 |
*მსხვილი თეთრი, ლანდრასი, დიუროკი, იორკშირის ჯიშთაშორისი ჰიბრიდები გამოჰყავთ სახორცედ დასაკლავად 7-10 თვის ასაკში.
8. ცხრილ №1-სა და ცხრილ №2-ში მითითებულ რიცხვს (წონა/მასა), ჯიშიანი მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 60%, ხოლო ცხრილ №3-ში განსაზღვრული მსხვილფეხა საქონლის ადგილობრივი ჯიშებისა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 40% უნდა გამრავლდეს ხორცის საბაზრო ფასზე, რომელიც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში მოცემულია სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში (ფასი ფერმის კართან)“.
9. ცხრილ №4 ში მითითებული რიცხვი (წონა/მასა), ასაკთან დაკავშირებით ღორის ცოცხალი მასისა და სხეულის სიგრძის საორიენტაციო მაჩვენებლები ჯიშიანი ღორის შემთხვევაში − წონის 75-80%, ხოლო ცხრილ №5-ში მითითებული ჰიბრიდი (ნაჯვარი) ღორის შემთხვევაში მასის/წონის 70-75% უნდა გამრავლდეს ხორცის ფასზე, რომელიც ღორის შემთხვევაში მოცემულია სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში (ფასი ფერმის კართან)“.
10. ზოოტექნიკური ჩანაწერებით დადასტურებული სანაშენე ცხოველის (ცხოველი, რომელსაც მიკუთვნებული აქვს ბონიტირების კლასი ნიშან-თვისებათა კომპლექსით და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი) შემთხვევაში, ამ დანართის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ რიცხვს ემატება ღირებულების 10%.