დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2023
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2023 წლის 31 აგვისტო
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 85-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულება“ №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის მეთოდოლოგია“ №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია“ №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის მერმა დაამტკიცოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების ვადები, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა და დაფინანსების მოცულობა, განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა და პროგრამის კოორდინატორი.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის (შემდგომში „პროგრამა“) საბოლოო მიზანია, გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში და გაიზარდოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.
2. პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-16 მიზნის და ძირითადი პრინციპების (მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა, ინკლუზიურობა და ანგარიშვალდებულება) ადგილზე განხორციელების ხელშეწყობა.
3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალური ბიუჯეტიდან.
4. ამ დებულებით დამტკიცებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ადმინისტრირების ძირითადი წესები.
5. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით, შესაძლებელია განისაზღვროს მერის ბრძანებით და პროგრამის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
პროგრამის აღწერა
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი) ყოველწლიურად ბრძანებით განსაზღვრავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტს.
2. მერის ბრძანებით განსაზღვრება დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა.
3. მერის ბრძანებით განსაზღვრება დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის სავარაუდო ღირებულება.
4. სამუშაო ჯგუფის მიერ მერისათვის წარდგენილი წინადადებების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მერის ბრძანებით გათვალისწინებულ პროექტ(ებ)ზე მეტი. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე.
5. პროგრამის განხორციელების ეტაპები:
ა) მოსამზადებელი ეტაპი;
ბ) საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი;
გ) საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა;
დ) კენჭისყრის ეტაპი;
ე) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა და პროექტ(ებ)ის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;
ვ) პროექტ(ებ)ის განხორციელება;
ზ) პროექტ(ებ)ის მონიტორინგი და შეფასება.
6. პროგრამის განხორციელების ეტაპების კონკრეტული ვადები განისაზღვრება მერის ბრძანებით.
მუხლი 3🔗.
პროგრამის ადმინისტრირების პრინციპები
1. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანია უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ გამოყენებული იქნას ინფორმაციის მიწოდების ის არხები, რომლითაც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ინფორმაციის მისაღებად სარგებლობენ.
2. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია პროგრამაში მონაწილეობისთვის ონლაინ ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის ონლაინ პლატფორმები.
3. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მონაწილეობის ალტერნატიული ფორმების არსებობა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა ან ონლაინ პლატფორმების მოხმარების შეზღუდული უნარ-ჩვევები გააჩნიათ. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იქნას პროგრამაში მონაწილეობის ალტერნატიული ფორმები განაცხადის წერილობით დატოვების ან სხვა სახით.
4. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ მიზნით, პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მინიმალურად აუცილებელია პროგრამაში მონაწილეთა იდენტიფიცირებისათვის როგორც წინადადების წარდგენის, ასევე კენჭისყრის ეტაპზე. პროგრამის ადმინისტრირებისას მასში მონაწილე ყველა წევრის მიერ დაცული უნდა იქნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
5. პროგრამაში მონაწილეთა პირადი მონაცემების გაუხმაურებლობის მიზნით, მონაცემები ინახება კონფიდენციალურად, ხოლო მათი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ხდება იდენტიფიცირებადი მონაცემების წაშლა.
6. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვა. ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და კრიტერიუმებს, ხოლო პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ანგარიში უნდა იყოს საჯარო (გასაჯაროებას არ ექვემდებარება პერსონალური მონაცემები).
მუხლი 4🔗.
პროგრამის გენდერული ასპექტები
1. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია ისეთი საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას. ამ მიზნით, თუ ასეთი საპროექტო წინადადება ვერ გაიმარჯვებს კენჭისყრის შედეგად, პროექტის სამუშაო ჯგუფს შეუძლია მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს დამატებითი წინადადება, გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული იმ საპროექტო წინადადების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებაზე, რომელმაც მიიღო მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა.
2. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია გენდერულად მგრძნობიარე საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები/მოთხოვნები. ამ მიზნით, ვინაიდან გენდერულად სენსიტიური ასპექტების გათვალისწინება შესაძლოა მოითხოვდეს დამატებით ფინანსურ რესურსებს, გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადების მაქსიმალური ბიუჯეტი შეიძლება 20%-ით აღემატებოდეს ამ პროგრამით დადგენილ ზღვარს.
3. გენდერული ასპექტების გათვალისწინების მიზნით, ჩატარდება გამარჯვებული პროექტის გენდერული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მოხდება პროექტის გადამუშავება იმგვარად, რომ მასში გათვალისწინებული იქნას გენდერულად სენსიტიური საკითხები. ამასთან, პროგრამის ამგვარი გადამუშავებისას, დასაშვებია პროექტის ბიუჯეტის 20%-ით ზრდა დამატებით გამოვლენილი ხარჯების დასაფარად.
მუხლი 5🔗.
პროგრამის ადმინისტრირება
1. პროგრამის განსახორციელებლად იქმნება სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
გ)სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი;
დ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი;
ვ) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;
ზ) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
თ) საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე;
ი) საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
კ) შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი/დუშეთის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წარმომადგენელი;
ლ) მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი.
მ) სამოქალაქო ორგანიზაცი(ებ)ის წარმომადგენელი;
2. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში - „ჯგუფის ხელმძღვანელი“).
3. სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობას და პროგრამის კოორდინატორს ამტკიცებს მერი ბრძანებით.
მუხლი 6🔗.
სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებები
1. კოორდინაციას და საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს/საინიციატივო ჯგუფებს/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში.
2. ამ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს მოქალაქეების/საინიციატივო ჯგუფების/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს.
3. ამზადებს კენჭისყრაზე გადასასვლელი პროექტების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით.
4. ამზადებს იმ საპროექტო წინადადებების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
5. აორგანიზებს პროექტების ელექტრონულად შერჩევის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.
6. აორგანიზებს ელექტრონულ კენჭისყრას.
7. პასუხისმგებელია პროგრამის ყველა ეტაპზე მოსახლეობის ინფორმირების კამპანიაზე.
8. საჭიროების შემთხვევაში მერს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას პროექტის ეტაპების ვადის ცვლილების თაობაზე.
მუხლი 7🔗.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფორმები
1. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ და გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.
2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენას ჯგუფის ხელმძღვანელი ავალებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს.
მუხლი 8🔗.
საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები
1. საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
გ) საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მერის ბრძანებით საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას;
დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);
ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).
2. სამუშაო ჯგუფი ამტკიცებს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მაქსიმალურ სავარაუდო ღირებულებას.
3. სამუშაო ჯგუფმა შესაძლოა მიიღოს დამატებითი კრიტერიუმები.
4. საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმდგენს უნდა ჰქონდეს გამოგზავნილი შემდეგის სახის ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი / საინიციატივო ჯგუფის წევრების სახელი; გვარი;
ბ) პირადი ნომერი / საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადი ნომრები;
გ) საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელ-ფოსტა;
დ) პროექტის სახელწოდება;
ე) პროექტის აღწერა;
ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი;
ზ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი.
მუხლი 9🔗.
საპროექტო წინადადების შემოტანაზე უფლებამოსილი პირები
1. საპროექტო წინადადების შემოტანა შეუძლია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან.
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა ჯგუფს.
გ) მუნიციპალიტეტში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.
მუხლი 10🔗.
პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი
1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა დატესტოს და უზრუნველყოს, რომ საპროექტო წინადადების მიღების ეტაპის დაწყებამდე გამართულად მუშაობდეს პროექტების წარდგენისა და კენჭისყრის ონლაინ სისტემები და იგი მოსახლეობისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.
2. ჯგუფის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ინფორმირებას პროგრამის ვადებისა და პირობების შესახებ.
მუხლი 11🔗.
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი
1. საპროექტო წინადადებების წარდგენა ხდება ინტერნეტის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე მითითებული ბმულით.
2. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით.
3. ფიზიკურად, ინტერნეტის გარეშე, წარდგენილი წინადადებების პროექტების ელექტრონულ სისტემაში შეტანას უზრუნველყოფს პროექტის კოორდინატორი. ასეთ შემთხვევაში პროექტის კოორდინატორი უზრუნველყოფს ფიზიკურად წარდგენილი განცხადებების პირველი პირების დადგენილი წესით დაარქივებას.
4. მოქალაქეს/საინიციატივო ჯგუფს/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა.
5. წარსადგენი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.
მუხლი 12🔗.
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა
1. წინადადებების მიღების ვადის გასვლის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი ახდენს მიღებული წინადადებების პირველად გადარჩევას ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისად.
2. პირველადი გადარჩევის პროცესი უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
3. წინადადებების პირველადი გადარჩევისას, სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებება წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.
4. წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე.
5. წინადადებების წარმომდგენებს, რომელთა პროექტები ვერ გაივლიან კვალიფიკაციას, სამუშაო ჯგუფის სახელით ეგზავნება არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ ვერ გაიარა მისმა პროექტმა გადარჩევის ეტაპი. პასუხი შესაძლებელია გაიგზავნოს როგორც წერილობით, ასევე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით.
6. პროგრამის კოორდინატორი უზრუნველყოფს, რომ კენჭისყრის ეტაპზე გადასული პროექტები კენჭისყრისთვის ატვირთული იყოს კენჭისყრის პროგრამულ უზრუნველყოფაში.
მუხლი 13🔗.
კენჭისყრის ეტაპი
1. კენჭისყრა ტარდება ელექტრონულად, მუნიციპალური ვებგვერდის ბმულის მეშვეობით.
2. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. კენჭისყრისას, მოქალაქემ უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია კენჭისყრაში მონაწილე ფიზიკური პირის მიერ მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემები სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასევე მისი დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადაამოწმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში
4. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს კენჭისყრაში მონაწილეობა ელექტრონულთან ერთად მატერიალური ფორმითაც - ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისთვის ან მერიაში შესაბამისი განაცხადის დატოვების გზითაც. ამგვარი წესით ხმის მიცემისას მერია უფლებამოსილია ასევე გადაამოწმოს კენჭისყრაში მონაწილეთა მონაცემები ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
5. კენჭისყრისას თითოეული მონაწილე უფლებამოსილია აირჩიოს და ხმა მისცეს 1 პროექტს.
6. კენჭისყრის ვადის გასვლის შემდეგ ხმის მიცემა აკრძალულია.
7. გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა, მაგრამ არანაკლებ 265 ხმისა.
მუხლი 14🔗.
გამარჯვებული პროექტის დამუშავება
1. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული პროქტ(ებ)ი შემდგომში გადასამუშავებლად გადაეცემა შესაბამის სამსახურს.
2. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ამუშავებს საპროექტო წინადადებას, აზუსტებს ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს პროექტის ტექნიკურ დოკუმენტაციას.
3. დაზუსტებული საპროექტო წინადადება გათვალისწინებული უნდა იყოს მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტში.
4. საპროექტო წინადადების განხორციელება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგი ხორციელდება ამ დებულების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
დასკვნითი დებულებები
1. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა ხორციელდება ყოველწლიურად.
დანართი №2
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის მეთოდოლოგია
მეთოდოლოგიის მიზანია შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს საშუალებას, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში ეფექტურად და გამჭვირვალედ მოახდინოს მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულებით საპროექტო წინადადებებისათვის განსაზღვრულია შემდეგი კრიტერიუმები:
საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს დუშეთის თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს (ბიუჯეტს);
წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ჩასმული დასაგეგმი წლის ბიუჯეტის პროექტში;
ტექნიკურად უნდა იყოს შესაძლებელი საპროექტო წინადადების განხორციელება;
პროგრამის კოორდინატორი ახდენს საპროექტო წინადადებების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების აღრიცხვას (ე.წ. check-list) თანდართული ფორმით.
მუხლი 2🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელების კრიტერიუმი
1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა გადაამოწმოს, რომელი დასახლებული პუნქტი არის მითითებული საპროექტო წინადადებაში და მიეკუთვნება თუ არა ეს დასახლებული პუნქტი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
2. ახალი ხაზობრივი ნაგებობის (მაგალითად, წყალსადენის მილის, შემკრები აუზის, სათავე ნაგებობის) მშენებლობის პროექტის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამსახურმა უნდა გადაამოწმოს, რომ პროექტის ყველა ელემენტი მდებარეობდეს მხოლოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (არ გადადიოდეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).
3. ამ მუხლის კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
მუხლი 3🔗.
საკუთარი უფლებამოსილებების კრიტერიუმი
1. პროგრამის კოორდინატორმა იურიდიული განყოფილების უფროსთან ერთად უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის (www.matsne.gov.ge) მე-16 მუხლით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთს მაინც. დადებითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
მუხლი 4🔗.
ბიუჯეტის კრიტერიუმი
1. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, საფინანსო და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებმა უნდა მოახდინონ წინასწარი შეფასება, თუ რამდენად ჩაჯდება საპროექტო წინადადება წინასწარ დადგენილი ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში.
2. საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მეთოდი. კერძოდ, შესაძლოა გაანალიზდეს სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებისას დახარჯული ფინანსური რესურსები და სახელმძღვანელოდ აღებული იქნეს მსგავსი განხორციელებული პროექტის/ობიექტების ფაქტობრივი საშუალო ღირებულება.
3. მსგავსი ობიექტის ღირებულებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსგავსობის ხარისხი და შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვან ფასთა სხვაობას იძლევა ეს განსხვავება.
4. შესაფასებლად ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთეული ფასის განფასება ან იდენტურ საქონელზე ბაზარზე არსებული ფასები.
5. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო წინადადების სავარაუდო ღირებულება ჯდება ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
მუხლი 5🔗.
ახალი წინადადების კრიტერიუმი
საპროექტო წინადადება უნდა იყოს ახალი ინიციატივა, რაც გულისხმობს, რომ ეს პროექტი არ უნდა იყოს განხორციელების ეტაპზე, ან ამ პროექტის განხორციელება ისედაც არ უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტიდან.
ამ მიზნით, საფინანსო სამსახურის უფროსმა შესაბამის დარგობრივი სამსახურის ხელმძღვანელთან ერთობლივად უნდა გადაამოწმოს, საპროექტო წინადადებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება ხომ არ არის გათვალისწინებული მიმდინარე ან დასაგეგმ საბიუჯეტო წელს.
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
მუხლი 6🔗.
პროექტის განხორციელების შესაძლებლობის კრიტერიუმი
1. ინფრასტრუქტურის ან სხვა შესაბამისი დარგობრივი სამსახურის უფროსმა უნდა გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს საპროექტო წინადადების განხორციელების ისეთი ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც პროექტის ჩაშლას გამოიწვევს, ან პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენებს.
2. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს: წყალმომარაგების მოწყობის შემთხვევაში – წყლის დებეტის ნაკლებობა; თვითდენითი წყალმომარაგების სისტემაში - სიმაღლეებს შორის უარყოფითი ან უმნიშვნელო დადებითი სხვაობა, სპორტული მოედნის აშენების შემთხვევაში - ასაშენებელ ზონაში მუნიციპალიტეტს არ გააჩნდეს საკუთარი მიწა ან გააჩნდეს ისეთი ნაკვეთი, რომლის სპორტულ მოედნად გამოყენებისას შეიზღუდება სხვა საჯარო სივრცესთან მოქალაქეთა წვდომა (მაგალითად, ჩაკეტავს სკოლისკენ მიმავალ გზას), ახალი ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში არის თუ არა გამოსაყენებელი მიწა ან ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრება და ა.შ.
3. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ინფრასტრუქტურის, ქონების მართვის, იურიდიული ან სხვა შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გაანალიზონ, რამდენად არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორები, რომლებსაც გავლენა შეუძლია მოახდინოს პროექტის წარმატებით განხორციელებაზე.
4. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.
მუხლი 7🔗.
სხვა კრიტერიუმებთან შესაბამისობა
1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ იქნა განსაზღვრული სხვა, დამატებითი კრიტერიუმები, მაშინ სამუშაო ჯგუფმა უნდა განიხილოს საპროექტო წინადადების სხვა, დამატებით კრიტერიუმთან შესაბამისობაც.
მუხლი 8🔗.
გენდერული ასპექტები
1. შემოსული და გადარჩეული საპროექტო წინადადებებიდან დგება ცალკე ცხრილი, რომელშიც შედის ის საპროექტო წინადადებები, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი ნაწილი
1. ის საპროექტო წინადადება, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ავტომატურად გადადის კენჭისყრის ეტაპზე.
2. პროგრამის კოორდინატორი ავსებს შესაბამისობის ფორმას თითოეული საპროექტო წინადადებისთვის, რაზეც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის წევრები.
3. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
დანართი №3
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია
მეთოდოლოგიის მიზანია, შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა.
მუხლი 1🔗.
გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა
1. დუშეთის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი გამოვლინდება „დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულებით“ განსაზვრული წესისა და პროცედურების შესაბამისად.
2. დადგენილი წესის მიხედვით პროექტ(ებ)ის გამარჯვებულად გამოვლენა უნდა განხორციელდეს 5 ნოემბრამდე. ანუ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების იმ ეტაპზე, როდესაც ბიუჯეტის პროექტის შედგენაზე ჯერ კიდევ აღმასრულებელი ხელისუფლება (მერია) მუშაობს.
მუხლი 2🔗.
პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში გათვალისწინება
1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსებისათვის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს პროგრამა/ქვეპროგრამა დასახელებით „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა“. პროგრამა უნდა ჰქონდეს ცალკე პროგრამული კოდი შესაბამისი ასიგნებებით.
2. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში გამოქვეყნდება საჯარო განხილვისათვის.
3. ბიუჯეტის პროექტში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს შესაბამის პროგრამულ კოდში (თუ ინფრასტრუქტურული პროექტია ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტში, თუ გამწვანების პროექტია – დასუფთავების პრიორიტეტში და ა.შ.) შესაბამისი ასიგნებების მითითებით. გამარჯვებულ პროექტ(ებ)ზე შემუშავებული უნდა იყოს პროგრამა, შესაბამისი აღწერით, მიზნებითა, მოსალოდნელი შედეგებით და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორებით.
4. საკრებულოს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა, მათ შორის გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დამატება ან ამოღება, ასიგნებების ცვლილება, შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით, გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა (საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტი).
მუხლი 3🔗.
პროექტ(ებ)ის დაფინანსება ტრანსფერიდან
1. იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური (ან სხვა სახის მიზნობრივი) ტრანსფერი და ამ ტრანსფერის გამოყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მაშინ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი შესაძლებელია ბიუჯეტში აისახოს მოგვიანებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ტრანსფერის გამოყოფის შემდგომ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მერიამ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახოს პრიორიტეტების დოკუმენტში. ასევე, ეს პროექტ(ებ)ი მოხვდეს იმ ჩამონათვალში, რომელიც დაფინანსების მოთხოვნით წარედგინება ცენტრალურ ხელისუფლებას.
მუხლი 4🔗.
პროექტ(ებ)ის განხორციელება
1. მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე - www.matsne.gov.ge. გამარვებული პროექტ(ებ)ი, მისი შინაარსის და მოცულობის გათვალისწინებით დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე პროგრამად ან ქვეპროგრამად.
2. ბიუჯეტში ასახვის შემდგომ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი უნდა აისახოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმაში, რომელიც ასევე ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.spa.gov.ge.
3. თუ სხვა წყაროდან არ მოიპოვება ინფორმაცია გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელების ვადების შესახებ, შესყიდვების გეგმის და საბიუჯეტო განწერის მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს პროექტ(ებ)ის შესრულების პერიოდი.
4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.spa.gov.ge ასევე შესაძლებელია ინახოს, თუ როდის გამოცხადდება ტენდერი გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, ვინ გაიმარჯვა ტენდერში და შეასრულებს პროექტ(ებ)ს, რა ღირებულებით და რა ვადებში და სხვა.
მუხლი 5🔗.
პროექტ(ებ)ის შესრულების ანგარიშგება
1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, გარდა ფიზიკური მონიტორინგისა, ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშებიდან. ყველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვეში აღმასრულებელი ხელისუფლება საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების 3, 6 და 9 თვის ანგარიშებს, ხოლო ბიუჯეტის წლიური ანგარიში საკრებულოს წარედგინება საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვეში.
2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მოცემული უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების, მათ შორის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულების შესახებ ინფორმაცია.
ინფორმაცია პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში ასახვის, მისი განხორციელებისა და ანგარიშგების შესახებ საჯაროა და ყველა ზემოაღნიშნულ საშუალებასთან ერთად იგი შესაძლებელია გამოთხოვილი იყოს მერიის შესაბამისი სამსახურიდან დროის ნებისმიერ პერიოდში.