1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსებისათვის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს პროგრამა/ქვეპროგრამა დასახელებით „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა“. პროგრამა უნდა ჰქონდეს ცალკე პროგრამული კოდი შესაბამისი ასიგნებებით.
2. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში გამოქვეყნდება საჯარო განხილვისათვის.
3. ბიუჯეტის პროექტში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს შესაბამის პროგრამულ კოდში (თუ ინფრასტრუქტურული პროექტია ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტში, თუ გამწვანების პროექტია – დასუფთავების პრიორიტეტში და ა.შ.) შესაბამისი ასიგნებების მითითებით. გამარჯვებულ პროექტ(ებ)ზე შემუშავებული უნდა იყოს პროგრამა, შესაბამისი აღწერით, მიზნებითა, მოსალოდნელი შედეგებით და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორებით.
4. საკრებულოს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა, მათ შორის გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დამატება ან ამოღება, ასიგნებების ცვლილება, შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით, გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა (საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტი