1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, გარდა ფიზიკური მონიტორინგისა, ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშებიდან. ყველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვეში აღმასრულებელი ხელისუფლება საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების 3, 6 და 9 თვის ანგარიშებს, ხოლო ბიუჯეტის წლიური ანგარიში საკრებულოს წარედგინება საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვეში.

2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მოცემული უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების, მათ შორის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულების შესახებ ინფორმაცია.

ინფორმაცია პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში ასახვის, მისი განხორციელებისა და ანგარიშგების შესახებ საჯაროა და ყველა ზემოაღნიშნულ საშუალებასთან ერთად იგი შესაძლებელია გამოთხოვილი იყოს მერიის შესაბამისი სამსახურიდან დროის ნებისმიერ პერიოდშ