1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის საქმიანობა, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, მათ შორის, დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების შესახებ, გაასაჩივროს გენერალურ დირექტორთან.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება გენერალურ დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის განხილვაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დებულებით გათვალისწინებული უფლებათა სხვაგვარი ხელყოფაც საჩივრდება.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად გენერალური დირექტორის/მინისტრის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოშ