1. საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.
2. საჩივრის ყუთი დაწესებულებაში უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, რომ მასზე არ განხორციელდეს მეთვალყურეობა.
3. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა, წარწერით - „საჩივრების ყუთი“.
4. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
5. სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი) საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.
7. სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი) ვალდებულია ადმინისტრაციულ განყოფილებას წარუდგინოს საჩივრების ყუთიდან ამოღებული საჩივრები არაუგვიანეს ყუთის გახსნის მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას და დანიშნულებისამებრ გაგზავნას.
8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთ