1. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;
ბ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო მოსამსახურის ან/და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა;
დ) დასვენების უფლების შეზღუდვა;
ე) წოდებრივი სარგოდან დაქვითვა (წოდებრივი სარგოს 5 პროცენტიდან 40 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 12 თვემდე ვადით);
ვ) სადისციპლინო ქულის დაკლება;
ზ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა;
თ) სამსახურიდან გათავისუფლება.
3. ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს არ ეკისრება.
7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება;
ბ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება.
8. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს.
9. იუნკრის ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელის სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, არის სადისციპლინო ქულის ამოწურვა.
10. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს შეუძლია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას.
11. მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი;
ბ) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება ამ მუხლით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს.
12. სადისციპლინო ქულა ენიჭება:
ა) იუნკერს − სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში, პირველ კურსზე მყოფ იუნკერს − სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში;
ბ) სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს:
ბ.ა) სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში;
ბ.ბ) უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდში − თუ იგი გადის ამ პროგრამას.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
წინა რედაქცია (12.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 138. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, სახეები და დაკისრების წესი 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო მოსამსახურის ან/და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა; დ) დასვენების უფლების შეზღუდვა; ე) წოდებრივი სარგოდან დაქვითვა (წოდებრივი სარგოს 5 პროცენტიდან 40 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 12 თვემდე ვადით); ვ) სადისციპლინო ქულის დაკლება; ზ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან გათავისუფლება. 3. ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს. 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს არ ეკისრება. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ე“, ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება; ბ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება. 8. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იუნკერს. 9.ა დია სციპამხედრო სასწავლებელშინუ ჩარი პცხულ, სამხედრო მოსუამსახურის სტატუსის მგქონებ მსმენელობს. 9. იუნკრის ან სამხედრო მოსამსახურით ს სტატუსის მქონე მსმენელის სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, იუნკეარს ეკის რება, თუ მას 100 სადისციპლინო ქულის ა ამოეწურვა. 10. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს შეუძლია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. 11. მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი; ბ) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება ამ მუხლით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს. 12. სადისციპლინო ქულა ენიჭება: ა) იუნკერს − სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში, პირველ კურსზე მყოფ იუნკერს − სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ) სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს: ბ.ა) სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ.ბ) უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდში − თუ იგი გადის ამ პროგრამას.