1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.

2. ამ კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 3 თვე;

ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა ის პერიოდი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრ