სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად მიიჩნევა:

ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა;

ბ) საბრძოლო მორიგეობის შესრულება;

გ) მეთაურის ბრძანების ან მის მიერ დასახული ამოცანის შესრულება;

დ) სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე ყოფნა დღის განწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში ან სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში;

ე) მივლინებით ყოფნა;

ვ) სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ ყოფნა;

ზ) სამსახურამდე და უკან მგზავრობა;

თ) სამსახურებრივი მიმართვის საფუძველზე სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა;

ი) სამხედრო შეკრების, მათ შორის, საველე სწავლების, გავლა;

კ) ტყვედ ყოფნა (გარდა წინასწარ განზრახვით ტყვედ ჩაბარებისა/დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა;

ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებამდე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე;

მ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა;

ნ) სადღეღამისო განწესი.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025