1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.
2. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სხვა საკითხები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის, აგრეთვე საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 65 წელი.
4. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის (მხოლოდ პოლკოვნიკის), აგრეთვე უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი მისი სურვილითა და მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
თავი V
სამხედრო სამსახუ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
წინა რედაქცია (12.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები, სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლა 1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით. 2. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სხვა საკითხები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის, აგრეთვე საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისტთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 65 წელი. 4. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის (მხოლოდ პოლკოვნიკის), აგრეთვე უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი მისი სურვილითა და მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული V სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია. თავი V სამხედრო სამსახუ