1. თუ სამუშაოს მაძიებელი დასაქმების შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლას საჭიროებს, სააგენტო მას აწვდის სათანადო ინფორმაციას და ამ კურსის სამუშაოს მაძიებლისთვის მისაწოდებლად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

2. მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის მიმართულება განისაზღვრება სამუშაოს მაძიებლის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან, აგრეთვე შესაბამის სფეროში დასაქმების შესაძლებლობიდან გამომდინარე.

3. მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის ფორმები და სააგენტოს მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსისთვის გასაწევი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილები