1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდა ან მშვიდობიანობის დროს სპეციალურ დავალებას ასრულებდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა სამმაგი ოდენობით.

2. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ორმაგი ოდენობით.

3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობისთვის მავნე გარემოში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ერთნახევარი ოდენობით.

4. სამხედრო მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებებისთვის, რომელთათვისაც დაწესებულია სამმაგი, ორმაგი და ერთნახევარი ოდენობების წოდებრივი სარგო, იმავე პრინციპით წელთა ნამსახურობა დაუანგარიშდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვი