1. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას არაუმეტეს 4 თვის ვადით.
2. სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან დროებით თავისუფლდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისას და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);
ბ) თანამდებობრივი გადაადგილებისას − შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.
3. სამხედრო მოსამსახურეს თანამდებობიდან დროებით ათავისუფლებს მინისტრი.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადის ამოწურვამდე შეიძლება დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე;
გ) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება იმავდროულად არის გაფრთხილება მისი სამხედრო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
5. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების დროს სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების შესრულება ან სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება არაუმეტეს თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადით.
6. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები.
7. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში პირი გადაიყვანება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის განკარგულებაში.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 25.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
წინა რედაქცია (12.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 85. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება 1. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას არაუმეტეს 4 თვის ვადით. 2. სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან დროებით თავისუფლდება შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისას და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ბ) თანამდებობრივი გადაადგილებისას − შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. 3. სამხედრო მოსამსახურეს თანამდებობიდან დროებით ათავისუფლებს მინისტრი. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადის ამოწურვამდე შეიძლება დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე; გ) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება იმავდროულად არის გაფრთხილება მისი სამხედრო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. 5. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების დროს სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების შესრულება ან სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება არაუმეტეს თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადით. 6. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. 7. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში პირი გადაიყვანება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის განკარგულებაში.