📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2023
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 190020000.32.057.016382
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2023
matsne.gov.ge 1,328 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.01.2016 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 94% 12.06.2023 ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 26.02.2015 თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 18.01.2018 „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის წესის გადანაწილების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 11.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №11 2023 წლის 14 სექტემბერი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს: ა) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი“, თანახმად №1 დანართისა; ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის  იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში, თანახმად №2 დანართისა. 2. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა  და კოდებს  შორის  თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 9 ივნისის №10 დადგენილება (სსმ, 10/06/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190020000.32.057.016201). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე                                                                         დანართი №1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი მუხლი 1🔗 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე. 2. ეს წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საერთო-რესპუბლიკური  მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულები­სათვის ან/და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების პროგრამული კოდისათვის გამოყოფილი სახსრების, აგრეთვე საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდეგში – სამინისტრო) უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებ­რივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის განსაზღვრული პროგრამების ასიგნებებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული  ასიგნებების  საქართველოს  საბიუჯეტო  კოდექსითა  და  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული პროცენტული ლიმიტის ფარგლებში. 5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვე-პროგ­რამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 6. მხარჯავი დაწესებულებების ერთი პროგრამის ფარგლებში არსებული ქვეპროგრამების და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ამ დადგენილებით დადგენილი წესით, შეუზღუდავად. 7. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შეიძლება გადანაწილდეს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებზე, საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული პროცენტული ლიმიტის ფარგლებში. 8. შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი სახსრების გადანაწილება  სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს შეუზღუდავად. 9. წლიური საბიუჯეტო კანონის გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 13-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-31 მუხლის მიხედვით გასცემს თანხებს სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით. მუხლი 2🔗 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდგომში – მოთხოვნა) წარუდგენს სამინისტროს, ხოლო საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. 2. სამინისტროსათვის წარდგენილ მოთხოვნაში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწი­ლებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მოთხოვნის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნაში ცალკე გამიჯნოს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტით ამავე მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი სახსრების გადანაწილებაზე ინფორმაცია თითოეული სამართლებრივი აქტის და ამ აქტის საფუძველზე გამოყოფილი სახსრების წყაროს მიხედვით. 4. სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახელმწიფო ხაზინაში არ უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესაბამისად გათვალისწინებული ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს გადანაწილების მოთხოვნა. 5. სამინისტრო უფლებამოსილია, მხარჯავი დაწესებულების მიერ გადანაწილების თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებ­ლობა. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების კვარტლებს, ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე მხარჯავი დაწესებულების მოთხოვნას სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს და არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს  წარუდგენს შესაბამის წინადადებებს გადანაწილების თაობაზე. 7. ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის/ქვეპროგრამის ღონისძიებებში ცვლილებების (მათ შორის, ახალი ღონისძიების დამატება) საკითხს განიხილავს აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის მიერ შექმნილი პრიორიტეტის კომისია, რომლის რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტს. 8. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებას როგორც მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებული წლიური კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის, ასევე კვარტლებს შორის ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. 10. ასიგნებების გადანაწილებაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში  სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 11. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის დადასტურება ხორციელდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის თარიღს და ნომერს ანიჭებს სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანალიზის და ნაერთი ბიუჯეტის განყოფილებების უფროსები ან/და სხვა უფლებამოსილი პირები. 12. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებს სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ან/და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.  13. სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებით გათვალისწინებული ასიგნებები. 14. განხორციელებული ცვლილებები მხარჯავი დაწესებულებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო  სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით.                                                                                                                 დანართი №2 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში მუხლი 1🔗 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ – (სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე. 2. სსიპ-ის/ა(ა)პ-ის ბიუჯეტის კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში. 3. სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ, წარუდგენს მისი კონტროლის განმახორციელებელ მხარჯავ   დაწესებულებას, რომელიც   ხარჯთაღრიცხვის   ცვლილების   შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში. 4. ის სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი, რომელიც თავად წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებას ან არ ჰყავს კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას ახორციელებს თავად. 5. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული სსიპ(ებ)-ის/ა(ა)იპ(ებ)-ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები. 2. ცვლილების ასახვაზე უფლებამოსილი უწყების თანამშრომლისთვის შესაბამისი ცნობის შექმნისა და დადასტურების უფლების მინიჭების მიზნით, უწყება წერილობით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 3. დაუშვებელია ამ წესით განსაზღვრული ცვლილების ცნობის ერთი და იმავე პირის მიერ შექმნა და დადასტურება. 4. განხორციელებული ცვლილებები სსიპ-ის/ა(ა)იპ-ისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.  5. მხარჯავი დაწესებულება განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს.