ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (იაკობ გოგებაშვილის ქუჩის I შესახვევი) სახელწოდების ცვლილების და "მალხაზი გრიგალაშვილი"-ს სახელწოდების მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 22.09.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17232654
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016021
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდგინეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წილკანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის „ამაღლების ქუჩა“ სახელის მინიჭების
შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის გიორგი
მთაწმინდელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (იაკობ გოგებაშვილის ქუჩის I შესახვევი) სახელწოდების ცვლილების და "მალხაზი გრიგალაშვილი"-ს სახელწოდების მინიჭების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-17.17232654
2023 წლის 22 სექტემბერი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (იაკობ გოგებაშვილის ქუჩის I შესახვევი) სახელწოდების ცვლილების და მალხაზი გრიგალაშვილის სახელწოდების მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №38 ოქმის საფუძველზე
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე გეოგრაფიული ობიექტს – იაკობ გოგებაშვილის ქუჩის I შესახვევს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს „მალხაზი გრიგალაშვილის“ სახელობის ქუჩა (დანართი №1).
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60ა).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი